თამაში სტუმრების იერიშებით დაიწყო: დებიუტში ახლო მანძილიდან ვერნერს გოლის გატანა კურტუამ არ დაანება, ხოლო მე-14 წუთზე ანგარიში პულიშიჩმა გახსნა. ის ტურნირის ნახევარფინალში გოლის გამტანი პირველი ამერიკელია. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. ბენზემამ ჯერ ბურთი ძელს გაარტყა, მერე კი ლამაზი გოლი გაიტანა - ეს ჩემპიონთა ლიგაზე ქარიმის 71-ე გოლია. მასზე მეტი მხოლოდ რონალდოს (134), მესისა (120) და ლევანდოვსკის (73) აქვთ გატანილი.
მეორე ტაიმში კოკისპირულმა წვიმამ დროებით გადაიღო და თამაშიც დაწყნარდა, ტემპი დაეცა, მომენტები არ იქმნებოდა და საბოლოოდ - ლოგიკური ფრე.
ამ გუნდების საპასუხო მატჩი 5 მაისს ლონდონში გაიმართება.
- 22 წლის ნახევარმცველმა მაუნტმა „არისტოკრატებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.
- რაც რონალდო „სამეფო გუნდიდან“ წავიდა, ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლი გაიტანა, კრიშტიანომ მას შემდეგ - 14.
- 66-ე წუთზე შეცვლაზე აზარი შევიდა, თუმცა თავის ყოფილ გუნდთან თავი ვერაფრით წარმოაჩინა. მას ჩემპიონთა ლიგაზე ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.
- "რეალმა" კარში ორჯერ დაარტყა, "ჩელსიმ" - ხუთჯერ.
- ტუხელისა და ზიდანის გუნდები ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ - 4 მატჩი ფრედ დასრულდა, ერთხელ კი გერმანელის გაწვრთნილმა პსჟ-მა გაიმარჯვა.
- ევროტურნირებზე "რეალს" "ჩელსი" არასოდეს დაუმარცხებია - 2 ფრე და 2 წაგება.
- ევროტურნირებზე "რეალი" ცხრა შემთხვევიდან შვიდჯერ გავარდა ევროტურნირებიდან, როდესაც პირველი საშინაო მატჩი ფრედ დაასრულა.
მადრიდი. „დი სტეფანო“
რეალი - ჩელსი 1:1
გოლები: 0:1 პულიშიჩი (14), 1:1 ბენზემა (29)