ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. წვიმა იყო, გადაიღო, ყველაფერი "სტემფორდ ბრიჯზე" გადაიდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი "რეალსა" და "ჩელსის" შორის 1:1 დასრულდა.

თამაში სტუმრების იერიშებით დაიწყო: დებიუტში ახლო მანძილიდან ვერნერს გოლის გატანა კურტუამ არ დაანება, ხოლო მე-14 წუთზე ანგარიში პულიშიჩმა გახსნა. ის ტურნირის ნახევარფინალში გოლის გამტანი პირველი ამერიკელია. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. ბენზემამ ჯერ ბურთი ძელს გაარტყა, მერე კი ლამაზი გოლი გაიტანა - ეს ჩემპიონთა ლიგაზე ქარიმის 71-ე გოლია. მასზე მეტი მხოლოდ რონალდოს (134), მესისა (120) და ლევანდოვსკის (73) აქვთ გატანილი.


მეორე ტაიმში კოკისპირულმა წვიმამ დროებით გადაიღო და თამაშიც დაწყნარდა, ტემპი დაეცა, მომენტები არ იქმნებოდა და საბოლოოდ - ლოგიკური ფრე.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 5 მაისს ლონდონში გაიმართება.

- 22 წლის ნახევარმცველმა მაუნტმა „არისტოკრატებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

- რაც რონალდო „სამეფო გუნდიდან“ წავიდა, ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლი გაიტანა, კრიშტიანომ მას შემდეგ - 14.

- 66-ე წუთზე შეცვლაზე აზარი შევიდა, თუმცა თავის ყოფილ გუნდთან თავი ვერაფრით წარმოაჩინა. მას ჩემპიონთა ლიგაზე ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.

- "რეალმა" კარში ორჯერ დაარტყა, "ჩელსიმ" - ხუთჯერ.

- ტუხელისა და ზიდანის გუნდები ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ - 4 მატჩი ფრედ დასრულდა, ერთხელ კი გერმანელის გაწვრთნილმა პსჟ-მა გაიმარჯვა.

- ევროტურნირებზე "რეალს" "ჩელსი" არასოდეს დაუმარცხებია - 2 ფრე და 2 წაგება.

- ევროტურნირებზე "რეალი" ცხრა შემთხვევიდან შვიდჯერ გავარდა ევროტურნირებიდან, როდესაც პირველი საშინაო მატჩი ფრედ დაასრულა.

მადრიდი. „დი სტეფანო“

რეალი - ჩელსი 1:1
გოლები: 0:1 პულიშიჩი (14), 1:1 ბენზემა (29)

მკითხველის კომენტარები / 2 /
რეალის გულშემატკივარი არ ვარ,მაგრამ როგორც ფეხბურთის მოყვარულს მირჩევნია მადრიდელები გავიდნენ შემდეგ ეტაპზე,მეტ ინტრიგას და ინტერესს სძენს ჩემპიონთა ლიგას.
BARCA CHAMPION
09:53 28-04-2021
17
გამოჩნდა თუ რამხელა ძალაა რამოსი რეალისთვის, სამი ცენტრალური მცველიდან ვერც ერთს ვერ ააქვს ბურთი ცენტრამდეც კი, კროოსს და მოდრიჩს იმის მგივრად რომ შეტევაში შექმნან რამე უწევთ თავიანთ მოედანზე ასვლა და მცველებზე დახმარება ბურთის ამოტანაში
მამუკა
02:29 28-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული