[PREVIEW] დიდი თამაშის მოლოდინში! სუპერშემტევი გუნდები ერთმანეთის პირისპირ

AutoSharing Option
დღეს, 28 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა "პარკ დე ფრანსის" მოედანზე გაიმართება, სადაც "პარი სენ ჟერმენი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

ეს გუნდები გასულ ათწლეულში 2-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 1 შეხვედრა "ქალაქელებმა" მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა.

რაც შეეხებათ გუნდის მთავარ მწვრთნელებს, მაურისიო პოჩეტინო (პსჟ) და პეპ გვარდიოლა ("სიტი") ერთმანეთს 18-ჯერ დაუპირისპირდნენ. პეპი 10 გამარჯვებით ლიდერობს, არგენტინელმა სპეციალისტმა ესპანელი 3-ჯერ დაამარცხა, 5 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრას ინგლისელები ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან.

თავის მხრივ, ფრანგებს ოფიციალურად არავინ აკლიათ, თუმცა, შესაძლოა, მარკინიოსი და
კილიან მბაპე გამოაკლდეთ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა მადრიდის "რეალსა" და "ჩელსის" შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.

სტატისტიკა აღებულია sofascore-დან

მკითხველის კომენტარები / 4 /
პსჟ-რეალი გაასწორებდა
ლევანი
13:31 28-04-2021
3
მიდი, სიტი მოუყომარე, მაგ ფულების ტომარებს თამაში. აუცილებლად სიტი უნდა გახდეს ჩემპონები. დაიმსახურეს.
guji
13:21 28-04-2021
14

სიახლეები პოპულარული