ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. "სიტიმ" პსჟ-ს თამაში შემოუტრიალა და ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე პსჟ-ს 2:1 სძლია.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს, უფრო ლამაზად და ეფექტურად თამაშობდნენ და მარკინიოსის გატანილი გოლით 1:0 მოიგეს. მარკინიოსი პირველი მცველია, რომელმაც ზედიზედ მეორე სეზონში ტურნირზე მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში გაიტანა. მან თავისი ბოლო 7 გოლიდან 5 ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა. დი მარიამ პარიზულ გუნდში ყველა ტურნირზე 103-ე საგოლე გადაცემა გააკეთა (6 სეზონში) და საფეტ სუშიჩის საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, „სიტი“ მომენტებს ვერ ქმნი
და, მაგრამ მეკარე ნავასმა კურიოზული გოლი გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა, ცოტა ხანში კი მარეზმა საჯარიმოდან ბურთი მეტოქის ცოცხალ კედელში გააძვრინა და „სიტი“ დააწინაურა. ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტოში დაწყებულ 26 მატჩში რიადმა 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. 77-ე წუთზე „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი გეიე გიუნდოგანს ეუხეშა და მსაჯმა ბრიხმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. ის ბოლო 8 წელიწადში ჩემპიონთა ლიგაზე ერთ სეზონში ორჯერ გაძევებული პირველი ფეხბურთელია.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 4 მაისს „ეტიჰადზე“ გაიმართება. "სიტი" პსჟ-სთან ჯერ არასოდეს დამარცხებულა - 2 მოგება, 2 ფრე და ვნახოთ, რა მოხდება მათ მეხუთე დაპირისპირებაში.

"სიტიმ" მიმდინარე გათამაშებაზე 10 მატჩი მოიგო, რაც უკანასკნელ 17 წელიწადში პრემიერლიგის გუნდებისთვის საუკეთესო შედეგია.

ინგლისურმა გუნდებმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 47-ჯერ მოიგეს პლეი-ოფის გასვლითი მატჩი და 47-ჯერ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.

პარიზი.“პარკ დე პრენსი“
პსჟ - მანჩესტერ სიტი 1:2
გოლები: 1:0 მარკინიოსი (15), 1:1 დე ბრუინი (64), 1:2 მარეზი (68)
გაძევება: გეიე (77)


მკითხველის კომენტარები / 9 /
პსჟ ის კლუბია რომელსაც ფეხბურთი არ გაუყიდიათ 400 მილიონად თუ 200 მილიონად სუპერ ლიგაში მონაწილეობისათვის.
ირაკლი
17:57 29-04-2021
1
პსჟ_ს წაგებას თურმე როგორ დასდევს ხალხი. ოღონდ პსჟ_ს ფეხი დაუცდეს რამეზე და გამოცვივდებიან ტროლებივით ბალეშჩიკები.
2

სიახლეები პოპულარული