ვერატიმ "სიტის" ფეხბურთელის წინააღმდეგ სახიფათო ვარდნა გააკეთა, გვარდიოლამ კი მსაჯთან გააპროტესტა, იტალიელს ყვითელი ბარათი მიეციო. მწვრთნელის სიტყვები ვერატიმ გაიგონა და ესპანურად მიუგო: "რა ჯანდაბა გინდა? ენა ჩაიგდე, რა!"
Football Italia იტყობინება, რომ ვერატის სიტყვები Sky Sport Italia-ს კომენტატორებმა გაიგონეს.
შეხვედრა კი მანჩესტერელების გამარჯვებით დასრულდა - 2:1.