"ხმა ჩაიგდე" - ვერატიმ გვარდიოლას მიმართა

AutoSharing Option
პსჟ-ის იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების პირველი მატჩის დროს "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას ძალიან უხეშად მიმართა.

ვერატიმ "სიტის" ფეხბურთელის წინააღმდეგ სახიფათო ვარდნა გააკეთა, გვარდიოლამ კი მსაჯთან გააპროტესტა, იტალიელს ყვითელი ბარათი მიეციო. მწვრთნელის სიტყვები ვერატიმ გაიგონა და ესპანურად მიუგო: "რა ჯანდაბა გინდა? ენა ჩაიგდე, რა!"

Football Italia იტყობინება, რომ ვერატის სიტყვები Sky Sport Italia-ს კომენტატორებმა გაიგონეს.

შეხვედრა კი მანჩესტერელების გამარჯვებით დასრულდა - 2:1.


მკითხველის კომენტარები / 1 /
რაო მარკო ვერატი, სიტიმ ჩაგაგდებინათ ენა? საერთოდ მპამბე და ნეიმარი თამაშობდნენ?
gvardi
16:28 29-04-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული