პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე "სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2-ფინალურ მატჩში სათადარიგო იქნება.
Telefoot-ის ჟურნალისტი ჟულიენ მეინარი იტყობინება, რომ მბაპეს მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა აქვს, "ლანსთან" არ უთამაშია და მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ მისი სათადარიგოთა შორის დატოვება გადაწყვიტა.
მბაპემ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი გაიტანა.
"მანჩესტერ სიტისა" და პსჟ-ის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.