[PREVIEW] ინგლისური ფინალი თუ "სამეფო კლუბის" მორიგი ტიტულისთვის ბრძოლა?

AutoSharing Option
დღეს, 5 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა ლონდონის "ჩელსისა" და მადრიდის "რეალს" შორის გაიმართება.

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა, რაც ცუდი არც ერთი გუნდისთვის არ უნდა იყოს. "არისტოკრატებს" თუ ფინალში თამაში სურთ, "ბლანკოსი" ერთ შეხვედრაში მაინც უნდა დაამარცხონ, ხოლო, თავის მხრივ, ზიდანის შეგირდებმა ღირსეული ფინალისტის წოდება "სტემფორდ ბრიჯზე" გამარჯვებით უნდა იზეიმონ, ან როგორც მინიმუმ, შედეგიან ფრეს გამოჰკრან ხელი (1:1-ის გარდა, რადგან ამ ანგარიშზე დამატებითი დრო დაინიშნება).

დღევანდელ შეხვედრაში "ჩელსი" ოპტიმალური შემადგენლობით წარდგება. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ტუხელს
გამოაკლდეს, მატეო კოვაჩიჩი იქნება. 

რაც შეეხება "რეალს", მათ დანი კარვახალი, ლუკას ვასკესი და რაფაელ ვარანი არ ეყოლებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა ასევე ფერლან მენდის, მარსელოსა და ფედე ვალვერდეს თამაშიც. 

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, პირველი ფინალისტი "მანჩესტერ სიტი" გახლავთ, რომელმაც "პარი სენ ჟერმენი" ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა.

altჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. წვიმა იყო, გადაიღო, ყველაფერი "სტემფორდ ბრიჯზე" გადაიდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული