ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" ძლევითა და ფინალში გასვლით გამოწვეული სიხარული "ჩელსის" მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ვერ დამალა.
"პირველი ტაიმი მძიმე იყო, "რეალი" ბურთს უფრო ხშირად ფლობდა და გვიტევდა. ჩვენ თავს ვიცავდით და კონტრიერიშებზე ვთამაშობდით. მეორე ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ და გოლის გატანა უფრო ადრეც შეგვეძლო.
ფინალში გასვლა დიდებული მიღწევაა, ვულოცავ გუნდს.
ფინალზე საუბარი ჯერ ადრეა, ყოველთვის შეიძლება ვინმემ ტრავმა მიიღოს ან რაღაც მსგავსი. იმედია, ფინალზე სრული შემადგენლობით და კარგ ფორმაში მყოფები გავემგზავრებით. საქმე ჯერ არ გაგვიკეთებია.
გამარჯვება გვსურს და სტამბოლში შესაბამისი განწყობით უნდა
ჩავფრინდეთ. ძალიან მიხარია", - განაცხადა ტუხელმა BT Sport-ის ეთერში.