უეფას ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ფინალის ჩატარების ადგილი შეიცვალა.
სატიტულო მატჩისთვის სტამბოლის "ათათურქის" სტადიონს უნდა ემასპინძლა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ფინალი პორტუში, "დრაგაუს" სტადიონზე ჩატარდება.
შეხვედრას მონაწილე გუნდების - "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" 6-6 ათასი გულშემატკივარი დაესწრება. მატჩი 29 მაისს გაიმართება.