"ჩელსიმ" ჰავერცის სადებიუტო გოლით ჩემპიონთა ლიგა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტი" 1:0 დაამარცხა და ისტორიაში ტურნირი მეორედ მოიგო.

თამაში ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყო, ორმხრივი იერიშებით, მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, უფრო ხშირად „ჩელსი“ და პირველი ტაიმის დასასრულს მეკარესთან პირისპირ გასულმა ჰავერცმა ანგარიში გახსნა. მას აქამდე ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში (12 ჩელსიში და 8 ბაიერში) გოლი გატანილი არ ჰქონდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „სიტიმ“ დიდი ძალებით შეუტია. უხიფათოდ. თან რიუდიგერთან ბურთზე ბრძოლაში ტრავმა დე ბრუინმა მიიღო, თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი და გაბრიელ ჟეზუსმა შეცვალა. შემდეგ გვარდიოლამ მოედანზე ბერნარდო სილვას
ნაცვლად ფერნანდინიო შეუშვა. ტუხელის გუნდი თავს მშვიდად იცავდა, სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა და შეცვლაზე შესულმა პულიშიჩმა 74-ე წუთზე ახლო მანძილიდან ვერ დალაშქრა ედერსონის კარი.

პასიური სტერლინგი 76-ე წუთზე აგუერომ შეცვალა, თუმცა ამით თამაშის სურათი არ შეიცვალა. ბოლოს "სიტი" ქაოტურ შტურმზე გადავიდა, მარეზმა ზედ საფინალო სასტვენის წინ ბურთი კარს ააცილა და "ჩელსიმ" გაიმარჯვა.

პორტუ. „დრაგაო“

მანჩესტერ სიტი - ჩელსი 0:1
გოლი: ჰავერცი (42)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი, დიაში, ზინჩენკო, ბერნარდო სილვა (ფერნანდინიო 64), გიუნდოგანი, ფოდენი, მარეზი, დე ბრუინი (გაბრიელ ჟეზუსი 60), სტერლინგი (აგუერო 76)

ჩელსი: მენდი, რიუდიგერი, ტიაგო სილვა (კრისტენსენი 39), ასპილიკუეტა, ჩილუელი, ჟორჟინიო, კანტე, ჯეიმსი, მაუნტი (კოვაჩიჩი 80), ჰავერცი, ვერნერი (პულიშიჩი 65)

- გერმანელი მწვრთნელის გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა: იურგენ კლოპი (ლივერპული), ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნი) და ტომას ტუხელი (ჩელსი).

- ორ თვეში ტუხელმა გვარდიოლას სამჯერ სძლია.

- გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგა 2011 წლის შემდეგ არ მოუგია.

- 10 გოლით ტურნირის ბომბარდირი ერლინ ჰოლანი (დორტმუნდი) გახდა.

- ინგლისურმა გუნდებმა ჩემპიონთა ლიგა მეთოთხმეტედ მოიგეს - ესპანელებს თვრამეტჯერ აქვთ მოგებული.

- პულიშიჩი პირველი ამერიკელი ფეხბურთელია, რომელმაც ფინალში ითამაშა.

- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კანტე დაასახელეს.

- მენდიმ 9 მატჩში მშრალად შეინახა კარი, რაც ტურნირის დებიუტანტ გოლკიპერთა შორის რეკორდია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა ფინალში გახვიდე და ეგრევე მოიგო არ გამიგია ეს ძველი დრო აღარაა! ჩელსიმაც ვერ მოიგო 2008 არა და მაგაზე მაგარი გუნდი არ იყო მაშინ!
ლადო
17:24 30-05-2021
2
იმედი ვიქონიოთ რომ არისტოკრატებს წყალქვეშა ნავის მებრძოლები თავზე გადაახევენ ბურთს სუპერთასზე !
jango
12:50 30-05-2021
9

სიახლეები პოპულარული