"ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტი" კაი ჰავერცის გოლით 1:0 დაამარცხა, ნამატჩევს კი 21 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა "BT Sport"-თან კომენტარი გააკეთა:
"ჩემი ფასი? (სექტემბერში 73 მილიონ ფუნტად შეიძინეს). მკიდია. ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ!
არც ვიცი, რა ვთქვა. მართლა არ ვიცი. მინდა ჩემს ოჯახს მადლობა გადავუხადო, მშობლებს, ბებიას და მეგობარ გოგონას. ამ მომენტს 15 წელი ველოდი და აი, ეს მოხდა".