ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" 0:1 წაგებული ფინალი "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შეაფასა.
"სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთე. მოსაგებად საუკეთესო ვარიანტის არჩევას შევეცადე. მეტოქის დაცვის გარღვევას პირველ ტაიმში მთელი ძალით ვცდილობდით. მეორე ტაიმი გაცილებით უკეთ ჩავატარეთ.
მეტოქის დაცვის სტრუქტურის წინააღმდეგ თამაში რთული იყო. განსაკუთრებული სეზონი უკან მოვიტოვეთ. სამწუხაროდ, დღეს ვერ მოვიგეთ. ვეცადეთ, მაგრამ ვერ შევძელით. მეორე ტაიმში ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით, თუმცა ვერ მოვახერხეთ", - ციტირებს გვარდიოლას უეფას საიტი.