ორმაგი მოტეხილობა - დე ბრუინის დიაგნოზი ცნობილია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტისა" და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში რუდიგერთან შეჯახების შედეგად მიღებულ ტრავმაზე "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"გამარჯობა ყველას. ახლახანს დავბრუნდი საავადმყოფოდან. ცხვირის ძვლისა და მარცხენა თვალის ჩარჩოს მოტეხილობა დამიდგინდა. თავს უკეთ ვგრძნობ. გუშინდელი წაგებით კვლავ იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით!"- განაცხადა ბელგიელმა.

"დგრაგაუზე" გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი "ჩელსიმ" მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი კაი ჰავერცმა გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არადა ბელგიას საჩემპიონო გუნდი ყავს (ყავდა)
გულშემატკივარი
12:37 01-06-2021
1
ის ნაძირალა რუდიგერი ევროპაზე არ უნდა იყოს. არ ეკუთვნის. დისკვალიფიკაცია! ასეთ რამეებზე რაგბიშიც კი დისკვალიფიკაციაა
გაგა
00:38 31-05-2021
0

სიახლეები პოპულარული