"ნეფთჩი", რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" სძლია, მეორე რაუნდის პირველ მატჩში 0:1 დამარცხდა პირეოსში "ოლიმპიაკოსთან".
ყველა და აზერბაიჯანური მედიაც კი თავიანთი გუნდის "გეორგიოს კარაისკაკისზე" განადგურებას ელოდა, მაგრამ "მენავთობეებმა" და მათ შორის წინა შეხვედრის ანტიგმირმა მამადუ მბოჯიმ თავდადებულად იბრძოლა და მხოლოდ მინიმალური ანგარიშით წააგო.
ერთადერთი გოლი გვინეელმა ნახევარმცველმა მოჰამედ კამარამ 29-ე წუთზე გაიტანა, 43-ე წუთზე კი ნამიკ ალესკეროვს სახეში ფეხი ჩაარტყა, ამ უკანასკნელს სისხლი წამოუვიდა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. 63-ე წუთზე ანალოგიური უხეშობისთვის სტუმართა გუნდის მცველი
მერტ ჩელიქი გააძევეს.
ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება 28 ივლისს ბაქოში გაიმართება.