ქართველების გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა

AutoSharing Option
24 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი სამი მატჩი გაიმართა და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის სამი მონაწილე გაირკვა.

ტრავმირებული ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი კვლავ ვერ დაეხმარნენ "ფერენცვაროშს", რომელიც ბერნში პირველ შეხვედრაში 2:3 დამარცხდა "იანგ ბოიზთან"  და ბუდაპეშტში რევანშის აღებას იმედოვნებდა. მადიარულმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს, 3:2 იმარჯვეს და მიზანსაც მიაღწიეს.

ორრაუნდიან დაპირისპირებაში "მალმიომ" - "ლუდოგორეცს", ხოლო "ბენფიკამ" პსვ-ს სძლია.

ასე და ამგვარად, "იანგ ბოიზი", "მალმიო" და "ბენფიკა" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ, "ფერენცვაროში",
"ლუდოგორეცი" და პსვ კი - ევროპა ლიგაზე.

25 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის დარჩენილი სამი საპასუხო შეხვედრა ჩატარდება: "ბრონდბიუ"-"ზალცბურგი", "დინამო" (ზაგრები)-"შერიფი" და "შახტარი"-"მონაკო", რის შემდეგაც ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
შედეგებიც რომ დაგეწერათ?
სოსო
10:05 25-08-2021
0
ქართველების გუნდი ისე წერთ გეგონება სულ 90 წუთებს თამაშობდნენ, ბოლო 10 თამაშია არცერთი არ ყოფილა განაცხადშიც კი. ის მაინც დაწერეთ რატომ არ თამაშობენ.
პროფესტო
08:17 25-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული