"შერიფი", "ზალცბურგი" და "შახტარი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ - ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სამი დარჩენილი განმეორებითი მატჩი გაიმართა და ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა.

"შერიფმა" ტირასპოლში ზაგრების "დინამოს" 3:0 დამარცხების შემდეგ, ხორვატიაში უგოლო ფრეს მიაღწია და მიზანს უწია. ეს პირველი მოლდოვური გუნდია, რომელიც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დნესტრისპირული კლუბი "საბურთალომ" გამოაგდო - სტუმრად 3:0 მოუგო, საკუთარ მოედანზე კი 1:3 წააგო.

"ზალცბურგმა" ისევ სძლია "ბრონდბიუს", ისევ 2:1, ამჯერად გასვლაზე და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

"შახტარს" "მონაკო" სტუმრად 1:0 ჰყავდა დამარცხებული და უკვე
აშკარა
ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ხარკოვში სტუმრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, 74-ე წუთზე მარლოსმა ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა და ძირითადი დრო 1:2 დასრულდა. ვინაიდან ორი მატჩის ჯამში ანგარიში თანაბარი იყო, დამატებითი დრო დაინიშნა. 114-ე წუთზე მონეგასკების მცველმა აგილარმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, 2:2 და დონბასელები ისევ მიიღებენ მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე. ტურნირზე მეორე უკრაინული გუნდი, კიევის "დინამოც" ითამაშებს.

ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს, 26 აგვისტოს, სტამბოლში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რუსეთის გუნდები რომ გადიოდნენ ჯგუფურებზე, გაგებით ვეკიდებოდით - რუსეთია, დიდია, დიდი ფულია და ა.შ. უკრაინის გუნდებსაც გაგებით მოვეკიდეთ იგივე არგუმენტებით. ბატემ რომ გაიბრწყინა, ცოტა უშნოდ შევიშმუშნეთ, მაგრამ არ შევიმჩნიეთ, გავაგრძელეთ ჭაობში ჯდომა. ამას მიყვა აგერ შერიფიც, ცალკე სომხეთ-აზერების გუნდების საკბილო გახდნენ საქართველოს ჩემპიონები (კარგი, აზერების ფული აქვთ და სომხებმა რაო, გარგარით განავითარეს ფეხბურთი თუ კონიაკის გაყიდვით?), ცალკე სომხეთმაც გადაგვაბიჯა და ლამის ევროპაზე გავიდა. ჩვენ ისევ ვზივართ და მახათს ვიყრით, სამაგიეროდ 200-300 მილიონიანი "ფეხბურთის აღორძინების" პროგრამები ცხვება და ისე ორთქლდება ხელფას-პრემიებში, კაცმა არ იცის....
გიორგი
10:25 26-08-2021
2
ვგიჟდები ასეთ შედარებებზე :D საბურთალოც ღირსი ყოფილა მაგის გამო ლიგის ჯგუფის წელს :დ
ნოდო
02:54 26-08-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული