"შერიფი", "ზალცბურგი" და "შახტარი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ - ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სამი დარჩენილი განმეორებითი მატჩი გაიმართა და ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა.

"შერიფმა" ტირასპოლში ზაგრების "დინამოს" 3:0 დამარცხების შემდეგ, ხორვატიაში უგოლო ფრეს მიაღწია და მიზანს უწია. ეს პირველი მოლდოვური გუნდია, რომელიც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დნესტრისპირული კლუბი "საბურთალომ" გამოაგდო - სტუმრად 3:0 მოუგო, საკუთარ მოედანზე კი 1:3 წააგო.

"ზალცბურგმა" ისევ სძლია "ბრონდბიუს", ისევ 2:1, ამჯერად გასვლაზე და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

"შახტარს" "მონაკო" სტუმრად 1:0 ჰყავდა დამარცხებული და უკვე
აშკარა
ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ხარკოვში სტუმრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, 74-ე წუთზე მარლოსმა ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა და ძირითადი დრო 1:2 დასრულდა. ვინაიდან ორი მატჩის ჯამში ანგარიში თანაბარი იყო, დამატებითი დრო დაინიშნა. 114-ე წუთზე მონეგასკების მცველმა აგილარმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, 2:2 და დონბასელები ისევ მიიღებენ მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაზე. ტურნირზე მეორე უკრაინული გუნდი, კიევის "დინამოც" ითამაშებს.

ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს, 26 აგვისტოს, სტამბოლში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
აქ მერე ფული ვინ სჭამოს?
სტატუს ქუო
19:00 26-08-2021
0
რუსული,უკრაინული,ბელოროსული,აზერბაიჯანული,ყაზახური,აგერ უკვე მოლდოვური კლუბიც გავიდა ჯგუფურ ეტაპზე,ყოფილი პოსტსაბჭოთა ბანაკიდან!..ქართული კლუბები კი არა და არ ჩანს,არსად.სანამდე უნდა ვიყოთ ასეთ დღეში,ფეხბურთის მესვეურებს აქვთ პასუხი?!
დავითი
12:27 26-08-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული