UEFA-ს ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს. ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჟორჟინიო დასახელდა, რომელმაც "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო იტალიასთან ერთად - ევრო 2020.
რაც შეეხება საუკეთესოთა ჯილდოს, ტიტულები შემდეგ სპორტსმენებს მიეცათ:
წლის საუკეთესო ფეხბურთელი: ჟორჟინიო ("ჩელსი"/იტალია)
წლის საუკეთესო მწვრთნელი: თომას ტუხელი ("ჩელსი")
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე: ედუარდ მენდი ("ჩელსი"/სენეგალი)
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველი: რუბენ დიასი ("მანჩესტერ სიტი"/პორტუგალია)
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი: ნგოლო კანტე ("ჩელსი"/საფრანგეთი)
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი: ერლინ ჰოლანი ("დორტმუნდი"/ნორვეგია)
რაც შეეხება ქალების ლიგას, ყველა ტიტული "ბარსელონას"
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ალექსია პუტელასი ("ბარსელონა"/ესპანეთი)
წლის საუკეთესო მწვრთნელი: ლუის კორტესი ("ბარსელონა')
წლის საუკეთესო მეკარე: სანდრა პანოსი ("ბარსელონა"/ესპანეთი)
წლის საუკეთესო მცველი: ირენე პარედესი ("ბარსელონა"/ესპანეთი)
წლის საუკეთესო ნახევარმცველი: ალექსია პუტელასი ("ბარსელონა"/ესპანეთი)
წლის საუკეთესო თავდამსხმელი: ჰენიფერ ჰერმოსო ("ბარსელონა"/ესპანეთი)
მომზადებულია marca-ს მიხედვით
მომზადებულია marca-ს მიხედვით