"ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ გააკეთა.
"ცუდია სახლში ასეთი ანგარიშით წაგება, მაგრამ მეორე ტაიმში ვიბრძოლეთ, "ბაიერნი" კი რიკოშეტით დაწინაურდა. 0:2-ის შემდეგ გაგვიჭირდა.
თამაშში 18 წლის ფეხბურთელები ჩაერთვნენ, გუნდმა საკუთარი სახე აჩვენა, იბრძოლა.
რაც არის, ეგ არის. ახლა "ბარსა" ისეთია, როგორიც არის. ეს რთული წელია. "ბაიერნი" უკეთესი იყო, თუმცა ჩვენ გვაქვს საფუძველი, რათა ბრძოლა გავაგრძელოთ. ვნახავთ სეზონის ბოლოს საქმე როგორ იქნება, ჩვენი გაძლიერება აგუეროსა და ფატის შეუძლიათ.

ახლა ჩვენ
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს შორის არ ვართ, მაგრამ ეს ზეგავლენას არაფერზე არ ახდენს. ხანდახან ფავორიტებად ვითვლებოდით, მაგრამ წარმატებას ვერ ვაღწევდით", - ციტირებს პიკეს "მარკა".