გუშინ, 14 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "იანგ ბოიზმა" საკუთარ კედლებში "მანჩესტერ იუნაიტედს" სძლია(2:1).
შვეიცარიულმა კლუბმა არსებობის ისტორიის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მეორე მოახერხა და გუშინ მეორედ მოიგო.
ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიულმა გუნდმა პირველად 2018/19 წლების სეზონში მოიგო - მაშინ დედაქალაქელებმა ტურინის "იუვენტუსი" დაამარცხეს(2:1).
იმ დროს, ტურინელთა შემადგენლობაში კრიშტიანო რონალდო იტალიელთა რიგებში გამოდიოდა, რომელმაც გუშინ "მანჩესტერის" ფორმით "იანგ ბოიზს" გაუტანა...