სერხი რობერტომ გულშემატკივართა სტვენის გამო იტირა

AutoSharing Option
"ბარსელონა" ჩამპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა "ბაიერნთან", მასპინძელთა ფეხბურთელი სერხი რობერტო კი 59-ე წუთზე შეცვალეს და მოედნიდან გასვლისას გულშემატკივრებმა უსტვინეს. AS-ის ცნობით, სერხი რობერტომ ფანების ნეგატიური რეაქცია მტკივნეულად აღიქვა, ნამატჩევს გასახდელში იტირა და თანაგუნდელები ამშვიდებდნენ.

მას "ბარსას" მცველი ხერარდ პიკე გამოექომაგა: "მომხდარის გამო გული მტკივა, ის შესანიშნავი ადამიანია, რომელსაც კლუბი ყველაზე მეტად უყვარს. მინდა ხალხს შევახსენო, რომ ის განაპირა მცველი არ არის. მისი პოზიცია მოედნის ცენტრშია, ნახევარდაცვაში. ამ პოზიციაზე თამაშისას მსხვერპლზე მიდის და ხშირად ეს
ფენომენალურად გამოსდის.

ჩემთვის ეს არასასიამოვნოა, მაგრამ ხალხს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება აქვს. თუმცა, პირადად ჩემთვის მსგავსი რამ ძნელად აღსაქმელია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული