უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"სიტი" "რეალს" ვერ შეწვდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველ შეხვედრაში "ლაიპციგი" გაანადგურა (6:3) და ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირზე 50-ე გამარჯვება იზეიმა.

"ქალაქელებს" 50 მატჩის მოსაგებად ჩემპიონთა ლიგაზე 91 შეხვედრის ჩატარება დასჭირდათ (16 ფრე და 25 წაგება).

ჩრდილოელებზე უფრო სწრაფად "ლიგაზე" 50 თამაში მხოლოდ მადრიდის "რეალმა" იმარჯვა. "ბლანკოსმა" 5 ათეული მატჩი 88 შეხვედრაში მოიგო.

მომზადებულია Opta-ს მიხედვით