
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა პსჟ-ს შემტევი ტრიო კილიან მბაპე, ნეიმარი და ლიონელ მესი გააკრიტიკა.
"ჩვენ იმ გუნდზე ვგიჟდებით, რომელსაც მსგავსი ფორვარდები ჰყავს - ისინი ფენომენალურები არიან, თუმცა მათი ერთად თამაში ფრანგული კლუბის შეტევას ასუსტებს, არვიცი რატომ უწოდებენ მათ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტს. ვფიქრობ, ინგლისური გუნდები უკეთესები არიან" - განაცხადა მაიკლმა.
შეგახსენებთ, პსჟ-მ გუშინ "ბრიუგესთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა ვერ მოიგო, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით