ჩემპიონთა ლიგა. II ტური: მესიმ პსჟ-ში პირველად გაიტანა - "შერიფმა" მადრიდში "რეალი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის კიდევ ექვსი მატჩი ჩატარდა.

A ჯგუფში პსჟ-მა "მანჩესტერ სიტი" 2:0 დაამარცხა. მასპინძლები დებიუტში გუიემ დააწინაურა, რის შემდეგაც სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ, რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, რომელთაგან ყველაზე რეალური 27-ე წუთზე იყო, როდესაც სტერლინგმა თავით ბურთი ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი ბერნარდუ სილვამ, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, ერთი მეტრიდან მიზანს ვერ უწია. სამაგიეროდ 74-ე წუთზე მესიმ გაიტანა პარიზულ გუნდში სადებიუტო გოლი - თან რა გოლი! მან ტურნირზე ზედიზედ 17 სეზონში გაიტანა (ასეთი შედეგი ბენზემამაც დააფიქსირა).

"ბრიუგემ"
„ლაიპციგს“ გასვლაზე თამაში შემოუტრიალა და 2:1 სძლია.

B ჯგუფში "ატლეტიკომ" გასვლაზე კაცნაკლული "მილანი" 2:1 დაამარცხა. „როსონერი“ მე-20 წუთზე ლეაომ წინ გაიყვანა, მერე მსაჯმა იტალიური გუნდის ნახევარმცველი კესიე გააძევა. 84-ე წუთზე ანგარიში შეცვლაზე შესულმა გრიზმანმა გაათანაბრა, რომელმაც „ატლეტიკოში“ დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა; ხოლო 90+7-ე წუთზე სუარესმა პენალტით გამარჯვება მადრიდულ გუნდს მოუპოვა.

"ლივერპულმა" სტუმრად „პორტუ“ 5:1 გაანადგურა. კლოპის გუნდმა 3+ გოლი მიჯრით 6 მატჩში გაიტანა.

C ჯგუფში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე "სპორტინგი" 1:0 დაამარცხა.

D ჯგუფში "შერიფმა" "რეალი" 2:1 დაამარცხა. ტირასპოლური გუნდის მწვრთნელმა ვერნიდუბმა მატჩის წინ განაცხადა, რომ მრისხანე მეტოქის არ ეშინოდათ და 25-ე წუთზე უზბეკმა იახშიბოევმა დააწინაურა „შერიფი“. 65-ე წუთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში ვინისიუსი წაიქცა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც ბენზემამ გამოიყენა. 89-ე წუთზე კი დნესტრისპირელთა ლუქსემბურგელმა ლეგიონერმა ტილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და "შერიფი" 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

A ჯგუფი

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - მანჩესტერ სიტი 2:0
გოლები: 1:0 გუიე (8), 2:0 მესი (74)

ლაიპციგი. „რედ ბული“
ლაიპციგი - ბრიუგე 1:2
გოლები: 1:0 ნკუნკუ (5), 1:1 ვანაკენი (22), 1:2 რიტსი (41)

B ჯგუფი

მილანი. „სან სირო“
მილანი - ატლეტიკო 1:2
გოლები: 1:0 ლეაო (20), 1:1 გრიზმანი (84), 1:2 სუარესი (90+7, პენ)
გაძევება (კესიე 29, მილანი)

პორტუ. „დრაგაო“
პორტუ - ლივერპული 1:5
გოლები: 0:1 სალაჰი (18), 0:2 მანე (45), 0:3 სალაჰი (60), 1:3 ტარემი (75), 1:4 ფირმინო (77) , 1:5 ფირმინო (85)

C ჯგუფი

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
დორტმუნდი - სპორტინგი 1:0
გოლი: მალენი (37)

D ჯგუფი

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - შერიფი 1:2
გოლები: 0:1 იახშიბოევი (25), 1:1 ბენზემა (65, პენ), 1:2 ტილი (89)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ტილი უძახე შენ და რეალს,რწყილივით მწარედ კი უკბინა.
სოსო
29 სექტემბერი 2021 15:30
1
თამაში გაყიდეს არა ისა.უბრალოდ წარმატებული გუნდია შერიფი. ფლორაც. ალაშკერტიც და ა.შ ყველამ იცის რომ უეფა დასდევს და სჯის მსოფლიოში ყველას ვინც რამეს იმაიმუნებს.
123
29 სექტემბერი 2021 15:15
4
:) :) :)
ქომაგი
29 სექტემბერი 2021 15:41
0
ამას ვინმე როდესმა წარმოიდგენდა???
tngh
29 სექტემბერი 2021 15:07
1
"შერიფმა" თუ მოუგო რეალს, აბა მოუგია ქუთეისის ტორპედოს ჩემპიონთა ლიგა და ეგაა
გიორგი
29 სექტემბერი 2021 15:03
0
მოლდოველები კითხულობდნენ მართლა რეალს ვეთამაშეთო?!
გაბუ
29 სექტემბერი 2021 14:02
0
საღოლ შერიფი. დირკიც მოიკითხეს :)))
ლუკა
29 სექტემბერი 2021 11:19
0
წააგებდა რეალი აბა რა იქნებოდა მსაჯთა კორპუსს თავის ვარით გუშინ მეორე მადრიდული კლუბის ატლეტიკოს გადარჩენა ქონდა დავალებული.Dდდდდდდდდდდდდდდდ
hhh
29 სექტემბერი 2021 11:01
9
ქართულ ფეხბურთს რა ეშველბა ლეგენდებო??ყველამ აიხდინა ოცნება
შერიფი
29 სექტემბერი 2021 07:32
2
რა ეშველებათ? ერთი კარგი "შერიფი" ჭირდებათ ხელმძღვანელად, რომ მიძინებული ფეხბურთელები გამოაღვიძოს!!!!!!!!
ჩემი აზრით.
29 სექტემბერი 2021 11:29
0
რას ლაპარაკობთ კაცო ფიფიას ჰკითხეთ, შეუძლებელია 17 წლის ბავშვის შენარჩუნება განსაკუთრებით მაშინ ბრაგას დუბლებში თამაშის პერსპეკტივა რომ უჩნდება აღარაფერს ვამბობ ურალის ძირითად გუნდზე, ლეგიონერებს რაც შეეხება აქ ვინ ჩამოვა, თქვენ თბილისი მსოფლიო კულტურის ცენტრი ტირასპოლი არ გეგონოთ, ყველა თავპირის მტვრევით რომ მირბის ოღონდ ულამაზეს ტირასპოლში იცხოვროს.
ნიკო
29 სექტემბერი 2021 02:30
0
მილანს ფაქტიურად ბარსელონამ მოუგო
ნიმბუსი
29 სექტემბერი 2021 02:07
6
ბარსელონამ არა თურქმა მსაჯმა. უეფა იმდენს იზამს მართლა აიძულებს გუნდებს სუპერ ლიგის შექმნას.
H
29 სექტემბერი 2021 08:49
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული