
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "რეალმა" "ბერნაბეუზე" "შერიფს" უმასპინძლა და სენსაციურად, 1:2 დამარცხდა.
აღნიშნული მატჩის საბოლოო შედეგი მადრიდელთა Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა, რომლის კომენტარებშიც ეროვნული ლიგის ბინადარმა "საბურთალომ" "სამეფო გუნდი" "დატროლა".
"ჩვენ გასწავლით, როგორ დაამარცხოთ შერიფი", - დაწერა "საბურთალოს" სოციალური ქსელის ადმინმა, პოსტს კი ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში, "საბურთალომ" ტირასპოლში 3:0 იმარჯვა, საქართველოში კი 1:3 დამარცხდა.