"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი მარკო ვერატი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრის შემდეგ შეაქო. შეგახსენებთ, პარიზელებმა "ქალაქელები" 2:0 დაამარცხეს.
"მე ის მიყვარს, ის განსაკუთრებულია. ზეწოლის დროსაც კი მას შეუძლია ისეთი პასის გაკეთება, რომ ნახევარდაცვა გათავისუფლდეს. მარკოს გრძელი პასები არ უყვარს, მაგრამ მწვრთნელს შეხვედრის ასაგებად მისი იმედი, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ჰქონდეს. პირველ ნახევარში მას ვერაფერი დავუპირისპირეთ, ის უბრალოდ გასაოცარი იყო; მეორე ტაიმში ასე თუ ისე მისი გაკონტროლება შევძელით" - განაცხადა პეპმა.
"პარი სენ ჟერმენი"
4 ქულით 1-ელ ადგილზეა. "სიტის" 3 ქულა აქვს და მე-3 ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, "ქალაქელებმა" 1-ელ ტურში "ლაიპციგი" 6:3 დაამარცხა.
რაც შეეხება მომდევნო მატჩს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "მანჩესტერ სიტი" "ბრიუგეს" ესტუმრება", პსჟ "ლაიპციგს" უმასპინძლებს.
მომზადებულია championat-ის მიხედვით