"უდიდესი უპატივცემულობა..." - ფერდინანდი გაოგნებულია

AutoSharing Option
გუშინ, 28 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, "პარი სენ ჟერმენმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ხსენებული შეხვედრის მეორე ტაიმში "ქალაქელები" ჯარიმას ასრულებდა, რა დროსაც მესი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კედლის უკან დაწვა, რამაც საბოლოოდ გულშემატკივრების გაკვირვება გამოიწვია.

ამ ეპიზოდს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მცველი რიო ფერდინანდი გამოეხმაურა:

"უდიდესი უპატივცემულობა. მე რომ მისი თანაგუნდელი ვყოფილიყავი, ვეტყოდი, რომ მე დავწვებოდი მის ნაცვლად" - განაცხადა რიომ.

მომზადებულია talksport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
მართალს ამბობს რიო ფერდინანდი.მსგავსი გრძობა უნდა გასჩენოდა ნებისმიერ მის თანაგუნდელს,ამით მისი ავტორიტეტიც ხომ ამაღლდებოდა.სირცხვილი და თავის მოჭრა.
ლერი
16:11 29-09-2021
5
აუ ხო მართლა მეც მომხვდა თვალში ეგ საქციელი... რონალდო ეხლა მაგას იზავს? მსოფლიო გენიაა მესი და მადლობა უფალს რომ მოვესწარით მის თამაშს და პელესავით გადმოცემით არ გავიგეთ რომ უმაგრესი იყო... ასეთ ფეხბურთელს დაფასება უნდა მარიაჟა ნეიმარი უნდა იყოს ყველაზე ძვირადღირებული და მაღალ ანაზღაურებადი? არაფერი ფეხბურთელი ეგ არაა მასეთები ბევრია უბრალოდ ყველას არ უმართლებს
Roma
17:49 29-09-2021
10

სიახლეები პოპულარული