კუმანი იხტიბარს არ იტეხს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ბენფიკასთან" 0:3 დამარცხების შემდეგ "ბარსელონა" ჯგუფში 0 ქულით უკანასკნელ ადგილზეა, მისი მწვრთნელი რონალდ კუმანი კი თავს იმართლებს.

"მე არ მინდა ჩემს მომავალზე დასმულ კითხვაზე ვუპასუხო, ვინაიდან ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. თუმცა საბოლო ჯამში დამნაშავე მწვრთნელია.

ამ მატჩში იყო ბევრი ეპიზოდი, როდესაც კარგად ვმოქმედებდით. 0:2-ის შემდეგ პრობლემები მოგვეძალა. ორჯერ შეგვეძლო გატანა. მეტოქე ეფექტურობით გვჯობდა, მაგრამ მთლიანობაში თამაშით - არა.

ახლა გუნდში ისეთი დროა, როდესაც ბევრი რამ იცვლება, ბევრი ფეხბურთელი გვაკლია. ამაზე არ მინდა კვლავ შევჩერდე", - ციტირებს კუმანს
"მარკა".

მკითხველის კომენტარები / 8 /
სუარესი და გრიზმანი გაუშვა და ლუკა დე იონგი მოათრია გუნდში ამ იდიოტმა.ფეხბურტელი რომელოც არაფერს ღირებულს არ ქმნის და ძროხაზე მეტი ზანტია.
KOSTAKURTA
19:25 30-09-2021
0
ჩვენს ხელისუფლებას ჰგავს გუნდი დაანგრია და ყველაფერი კარგად მიდის.
დიმა
14:33 30-09-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული