"კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს" - "რეალის" მძლეველ "შერიფის" მწვრთნელს სხვებთან შედარებით "სასაცილო" ხელფასი აქვს

AutoSharing Option
"შერიფმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "შახტარიც" დაამარცხა და "რეალიც" და მოლდოველმა გულშემატკივრებმა "ლივერპულის" ყოფილ თავდამსხმელ დირკ კიუიტს "ინსტაგრამის" გვერდზე შეუტიეს, რომელმაც თქვა, რომ ტირასპოლური გუნდის ადგილი ამ ტურნირზე არ არის. კიუიტმა ამის გამო კომენტარები დახურა.

Sportall.Ge

მოლდოვური ProTV Chişinău-ის ცნობით, "შერიფის" მწვრთნელის იური ვერნიდუბის ყოველთვიური ანაზღაურება 20 ათას ევროზე ცოტა მეტია. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "შახტარის" დამარცხებისთვის უკრაინელმა სპეციალისტმა ბონუსის სახით 1 მილიონი მიიღო, თუმცა თავად ეს არ დაადასტურა. ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე კლუბების მწვრთნელებს შორის ვერნიდუბის ანაზღურება ყველაზე დაბალია - იქ
გუნდების თავკაცების გასამრჯელო 160 ათასიდან 1 მილიონამდეა.

digisport.ro-ს მონაცემებით, "შერიფის" ფეხბურთელთა საშუალო ხელფასი 5-7 ათასია, მთავარი ვარსკვლავები 15 ათასს იღებენ, ხოლო ვისაც ჯერ თავი არ გამოუჩენია - 1 ათასს.

altვერნიდუბი: "რეალის" დამარცხებით არაფერი ზებუნებრივი არ გაგვიკეთებია

altჩემპიონთა ლიგა. II ტური: მესიმ პსჟ-ში პირველად გაიტანა - "შერიფმა" მადრიდში "რეალი" დაამარცხა [VIDEO]

alt"შერიფს" "რეალის" შიში და რიდი არ აქვს

მკითხველის კომენტარები / 8 /
რავა ნანული შევარდნაძესავით ლაპარაკობს
goga
17:09 10-10-2021
0
ვერნიდუბს ბრაზილიელები კავს და არა მოდზუნზულე ქარტველები.
vagneri janashia.
15:25 03-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული