ბრაზილიის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მე-3 ჯგუფის მატჩს "ლაიპციგის" წინააღმდეგ გამოტოვებს.
"ნეიმარმა "სელესაოდან" დაბრუნების შემდეგ ბარძაყის მიდამოში ტკივილი იგრძნო. მას რამდენიმე დღე რეაბილიტაციისთვის დასჭირდება" - განაცხადა პსჟ-ის პრესცენტრმა.
შეგახსენებთ, პარიზელები ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრას ხვალ, 19 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე გამართავს.
მომზადებულია championat-ის მიხედვით