ჩემპიონთა ლიგა. III ტური: მესის დუბლი, მბაპეს გოლი და გაცუდებული პენალტი და გრიზმანის სახელობის დრამა მადრიდში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის პირველი სათამაშო დღის დარჩენილი 6 მატჩი გაიმართა.

A ჯგუფში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ლაიპციგი“ დაამარცხა, რომელმაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და 67-ე წუთამდე უგებდა. ერთი გოლი მბაპემ გაიტანა, დუბლი კი მესიმ შეასრულა. კომპენსირებულ დროში მბაპემ პენალტი ვერ გამოიყენა. "პარი სენ ჟერმენი" 7 ქულით ჯგუფის ლიდერია.

B ჯგუფში „ლივერპულმა“ დრამატულ შეხვედრაში მადრიდში "ატლეტიკოს" სძლია.

ეს იყო საოცარი შეხვედრა და ძნელად გასახსენებელია, სიმეონეს გუნდმა ბოლოს ასეთი თვალსასეირო თამაში როდის შემოგვთავაზა - მე-13 წუთზე ინგლისური გუნდი 2:0
დაწინაურდა და პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც „როხიბლანკომ“ სიმეონეს მწვრთნელობისას პირველ 15 წუთში ორი გოლი გაუშვა. შემდეგ მასპინძლები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და გრიზმანმა დუბლით ანგარიში გაათანაბრა, რომელსაც მადრიდულ გუნდში დაბრუნების მერე ლა ლიგაში გოლი ჯერ არ გაუტანია. 52-ე წუთზე გრიზმანმა ფირმინოს თავში ფეხი ჩაარტყა და მოედნის დატოვება მოუწია. სალაჰმა 78-ე წუთზე პენალტი გაიტანა და „ლივერპული“ დააწინაურა, ცოტა ხანში კი სტუმართა კარში მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და კლოპის გუნდმა მესამე გამარჯვება მოიპოვა.

„პორტუმ“ „მილანი“ 1:0 დაამარცხა. "როსონერიმ" მესამე მატჩიც წააგო.

C ჯგუფში „აიაქსმა“ სახლში „დორტმუნდი“ გაანადგურა და 9 ქულით ჯგუფის ლიდერია.

D ჯგუფში „ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „შერიფს“ სძლია, ხოლო „რეალმა“ გასვლაზე „შახტარი“ გააბითურა.

A ჯგუფი

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ლაიპციგი 3:2
გოლები: 1:0 მბაპე (9), 1:1 ანდრე სილვა (28), 1:2 მუკიელე (57), 2:2 მესი (67), 3:2 მესი (74, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: მბაპე (94)

B ჯგუფი

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“
ატლეტიკო - ლივერპული 2:3
გოლები: 0:1 სალაჰი (8), 0:2 კეიტა (13), 1:2 გრიზმანი (20), 2:2 გრიზმანი (34), 2:3 სალაჰი (78, პენ)
გაძევება: გრიზმანი (52)

პორტუ. „დრაგაო“
პორტუ - მილანი 1:0
გოლი: დიასი (65)

C ჯგუფი

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“
აიაქსი - დორტმუნდი 4:0
გოლები: 1:0 როისი (11, საკ. კარში), 2:0 ბლინდი (25), 3:0 ანტონი (57), 4:0 ალერი (74)

D ჯგუფი


მილანი. „სან სირო“
ინტერი - შერიფი 3:1
გოლები: 1:0 ჯეკო (34), 1:1 ტილი (52), 2:1 ვიდალი (58), 3:1 დე ვრეი (67)

კიევი. „ოლიმპიისკი“
შახტარი - რეალი 0:5
გოლები: 0:1 კრივცოვი (37, საკ. კარში), 0:2 ვინისიუსი (51), 0:3 ვინისიუსი (56), 0:4 როდრიგო (64), 0:5 ბენზემა (90+1)

- მბაპემ ტურნირის 48 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ტაიმში პირველად გაიტანა და გაუშვა ორ-ორი გოლი.
- მეკარე ჰანდანოვიჩმა „ინტერში“ მე-400 მატჩი ჩაატარა.
- სალაჰმა ზედიზედ მე-9 შეხვედრაში გაიტანა და „ლივერპულის“ რეკორდი დაამყარა.
- „რეალის“ შემტევმა ვინისიუსმა ამ სეზონში 11 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 126 გოლი გაიტანა - მასზე მეტი მხოლოდ რონალდოს აქვს გატანილი (136).
- "აიაქსის" ფორვარდმა ალერმა ტურნირზე 3 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- "ლივერპული" უკანასკნელ 21 მატჩში დაუმარცხებელია.
- "შახტარმა" პირველად ვერ გაიტანა ტურნირის პირველ სამ ტურში გოლი.
- ბენზემამ "რეალში" 290-ე გოლი გაიტანა და კლუბის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილზეა.
- "მილანმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეხუთე მარცხი იწვნია და ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გრიზმანი ნაკრებში თამაშობს და გააქვს.ატლეტიკოში თამაშობდა და გაჰქონდა.დაბრუნდა ისევ ატლეტიკოში და კვლავ დაიწყო გატანა.დასკვნა ერთია;-ბარსელონამ ვერ გამოიყენა,მისი ტალანტი და ძალიან დიდი ფინანსური ზარალიც,დამსახურებულად ნახა.
სოსო
18:45 20-10-2021
1
მესი შედის თავის სტიქიაში. მაგრად მომეწონა პენალტი. ლეო ასე გააგრძელე.
გია
16:28 20-10-2021
1

სიახლეები პოპულარული