სიმეონემ განმარტა, რატომ არ ჩამოართვა კლოპს ხელი და გრიზმანის გაძევებაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" ნამატჩევს (2:3) "ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მეტოქე გუნდის თავკაცს, იურგენ კლოპს, ხელი არ ჩამოართვა და პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა.

"ეს რთული შეხვედრა იყო, მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა. როგორც წესი, დიდი ანგარიშით იმარჯვებს. თამაში სასურველად ვერ დავიწყეთ, მაგრამ მეორე გაშვებული გოლის შემდეგ გამოვფხიზლდით. შესვენებამდე მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა "ლივერპული" მეკარემ გადაარჩინა.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილებმა კარგი რეაგირება მოვახდინეთ. გასულ ტურში "მილანის" ფეხბურთელი გააძევეს, ახლა კი - ჩვენი. ჩვენ გრიზმანის გაძევების საფუძველი ვერ დავინახეთ, მსაჯმა დაინახა.

რატომ არ ჩამოვართვი კლოპს ხელი?
მატჩის მერე ვიზავის ხელს არ ვართმევ. ამას უბრალოდ საჭიროდ არ ვთვლი, არ მომწონს. ვიღაც თამაშით ყოველთვის უკმაყოფილო რჩება.

იმათ იქ სხვა კულტურა აქვთ, მე ამ ტრადიციას მხარს არ ვუჭერ. მომავალში, როდესაც კლოპს შევხვდები, რა თქმა უნდა, მივესალმები", - განუცხადა სიმეონემ "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეგ ეტყობა სხვა თამაშს უყურებდა. აბა, რას ნიშნავს, გრიზმანის დარღვევა ვერ დავინახეო. კინაღამ სახე დაუსახიჩრა. აშკარა სახიფათო თამაში იყო. წითელს იმსახურებდა.
მერაბი
15:14 20-10-2021
5
მას შემდეგ,რაც ერთერთ მსოფლიო ჩემპიონატზე, არგენტინა-ინგლისის შეხვედრისას სიმეონეს პროვოკაციით და სიმულიანტობით ბექჰემი გააძევეს, მაგას კაცად აღარ ვთვლი, რამდენი ხანი გავიდა მის მერე და ერთხელ არ წამოცდენია სინანული. მასეთივე საზიზღარი მენტალიტეტის გუნდია ატლეტიკო
ზურა
15:00 20-10-2021
4

სიახლეები პოპულარული