სიმეონემ განმარტა, რატომ არ ჩამოართვა კლოპს ხელი და გრიზმანის გაძევებაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" ნამატჩევს (2:3) "ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მეტოქე გუნდის თავკაცს, იურგენ კლოპს, ხელი არ ჩამოართვა და პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა.

"ეს რთული შეხვედრა იყო, მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა. როგორც წესი, დიდი ანგარიშით იმარჯვებს. თამაში სასურველად ვერ დავიწყეთ, მაგრამ მეორე გაშვებული გოლის შემდეგ გამოვფხიზლდით. შესვენებამდე მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა "ლივერპული" მეკარემ გადაარჩინა.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილებმა კარგი რეაგირება მოვახდინეთ. გასულ ტურში "მილანის" ფეხბურთელი გააძევეს, ახლა კი - ჩვენი. ჩვენ გრიზმანის გაძევების საფუძველი ვერ დავინახეთ, მსაჯმა დაინახა.

რატომ არ ჩამოვართვი კლოპს ხელი?
მატჩის მერე ვიზავის ხელს არ ვართმევ. ამას უბრალოდ საჭიროდ არ ვთვლი, არ მომწონს. ვიღაც თამაშით ყოველთვის უკმაყოფილო რჩება.

იმათ იქ სხვა კულტურა აქვთ, მე ამ ტრადიციას მხარს არ ვუჭერ. მომავალში, როდესაც კლოპს შევხვდები, რა თქმა უნდა, მივესალმები", - განუცხადა სიმეონემ "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეგ ეტყობა სხვა თამაშს უყურებდა. აბა, რას ნიშნავს, გრიზმანის დარღვევა ვერ დავინახეო. კინაღამ სახე დაუსახიჩრა. აშკარა სახიფათო თამაში იყო. წითელს იმსახურებდა.
მერაბი
20 ოქტომბერი 2021 15:14
5
მას შემდეგ,რაც ერთერთ მსოფლიო ჩემპიონატზე, არგენტინა-ინგლისის შეხვედრისას სიმეონეს პროვოკაციით და სიმულიანტობით ბექჰემი გააძევეს, მაგას კაცად აღარ ვთვლი, რამდენი ხანი გავიდა მის მერე და ერთხელ არ წამოცდენია სინანული. მასეთივე საზიზღარი მენტალიტეტის გუნდია ატლეტიკო
ზურა
20 ოქტომბერი 2021 15:00
4
სოფლელების გუნდი სოფლელი მწვრთნელით
V
20 ოქტომბერი 2021 11:46
8
ნაღდი გოიმების ჩემპიონატია ლა ლიგა.
მიმინოს
20 ოქტომბერი 2021 18:52
4
სოფლელების ( ფერმერების ) ჩემპიონატი არის საფრანგეთში, იმიტომ რომ ფრანგულ გუნდს ევრო თასები მხოლოდ ერთხელ აქვს აღებული, ისიც შორეულ 1970 წელს...
მ ი მ ი ნ ო
20 ოქტომბერი 2021 14:18
6
მეტი საწითლე გრიზმანს რა უნდა მოეფიქრებინა? კინაღამ თვალი ამოთხარა შიტოკებიტ გასაგებია რო შენი ფეხბუერთელია მარა ობიექტურობა ყოველთცის მთავარია დაბლა ფეხი კიდე ჰო მარა რატო უნდა აწიო ისეთ სიმაღლეზე მეტოქის სახეს რო მიწვდე შენი ფეხბურთელი რო ყოფილიყო დაზარალებული ნეტა მერეც მასე იტყოდი? წიტელი კი არა თუ კარგათ დაკვირდებით განზრახ სხეულის დაზიანებაა და ეგეთი მოქმედებები უნდა ისჯებოდეს პროკურატურაში საქმის აღძვრით
ნოდო
20 ოქტომბერი 2021 07:22
12
კლოპი კაცია და შენ კიდე ….
Musenbezi
20 ოქტომბერი 2021 03:14
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული