[PREVIEW] "ბარსა" პირველი მოგებისთვის ემზადება, "იუნაიტედს” რთული მატჩი ელის, “იუვე” და “ჩელსი” 3 ქულის მოპოვებას ეცდებიან

AutoSharing Option
დღეს, 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტური დასრულდება.

"ბარსელონა" - კიევის "დინამო"

E ჯგუფში კატალონიის "ბარსელონა" კიევის "დინამოს" მასპინძლობს.
"ბლაუგრანას" პირველი ორი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს და ბოლო, მე-4 ადგილზე იმყოფება. უკრაინელები 1 ქულით მე-3 ადგილს იკავებენ.
დღევანდელ შეხვედრაში "ლურჯ-ბროწეულისფერებს" მარტინ ბრაიტვეიტი, რონალდ არაუხო და ერიკ გარსია გამოაკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა უსმან დემბელესა და პედრის თამაშიც.
"დინამო" მოედანზე არტემ ბასედინისა და ვლადისლავ კულაჩის გარეშე გამოვა. საეჭვოა მიკიტა ბურდას ასპარეზობაც.
მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

"ბენფიკა" - მიუნხენის "ბაიერნი"

ამავე ჯგუფში "ბაიერნი" "ბენფიკას" ესტუმრება.
"რეკორდმაისტერს"
6 ქულა აქვს და 1-ელ ადგილზე იმყოფება. პორტუგალიელები 4 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ.
დღევანდელ შეხვედრაში გერმანელებს სვენ ულრაიხი და ალფონსო დევისი არ ეყოლებათ.
"ბენფიკას" ვალენტინო ლაზაროს, გილბერტოსა და ჰარის სეფეროვიჩის გარეშე მოუწევს თამაში.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ატალანტა"

F ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ატალანტას" მასპინძლობს.
"წითელ ეშმაკებს" 2 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-3 ადგილზე იმყოფება.
ბერგამოელები 4 ქულით 1-ელ ადგილს იკავებენ.
ინგლისელებს დღევანდელ შეხვედრაში რაფაელ ვარანი გამოაკლდებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა ენტონი მარსიალისა და ედინსონ კავანის თამაშიც.
იტალიელებს ჰანს ჰატებორი, რობინ გოსენსი, რაფაელ ტოლოი და მატეო პესინა არ ეყოლებათ.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"იანგ ბოიზი" - "ვილიარეალი"

ამავე ჯგუფში "ვილიარეალი" "იანგ ბოიზს" ესტუმრება.
2 ტურის თავზე "წყალქვეშა ნავებს" 1 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს. შვეიცარიელები 3 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან.
დღევანდელ შეხვედრაში ესპანელებს ბოულაია დია გამოაკლდებათ.
"იანგ ბოიზს" ფაბიან ლუსტენბერგერის, ჯინ-პიერე ნსამესა და ჯოელ მონტეიროს გარეშე მოუწევს თამაში.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"ზალცბურგი" - "ვოლფსბურგი"

G ჯგუფში "ზალცბურგი" "ვოლფსბურგს" მასპინძლობს.
2 ტურის შემდეგ ავსტრიელებს 4 ქულა აქვთ და 1-ელ ადგილს იკავებენ. გერმანელები 2 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან.
"ზალცბურგს" დღევანდელ შეხვედრაში უმარ ზოლეტი, სეკუ კოიტა და კამილ პიატკოვსკი გამოაკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა ბენჟამინ სესკოს, კარიმ ადეიემისა და ზლატკო იუნუზოვიჩის თამაშიც.
"ვოლფსბურგს" ხავიერ შლაგერი, ვილიანი, ბარტოჟ ბიალეკი, იანიკ გერჰადთი, ადმირ მეჰმედი და იოსუჰა გიალავოგი არ ეყოლება.
მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

"ლილი" - "სევილია"

ამავე ჯგუფში "ლილი" "სევილიას" მასპინძლობს.
ფრანგებს 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე იმყოფებიან. "ანდალუსიელები" 2 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ.
ლიგა 1-ის მოქმედ ჩემპიონებს სვენ ბოტმანისა და ლეო ჟარდიმის გარეშე მოუწევთ თამაში.
ესპანელებს დადასტურებული დანაკლისი არ აქვთ, კითხვის ნიშნის ქვეშაა იულეს კოუნდეს, ალეხანდრო გომესისა და იუსუფ ენ-ნესირის თამაში.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"ჩელსი" - "მალმიო"

H ჯგუფში ლონდონის "ჩელსი" "მალმიოს" მასპინძლობს.
"არისტოკრატები" 2 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.
"მალმიო" 0 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.
ლონდონელებს დღევანდელ შეხვედრაში ანტონიო რუდიგერი და კრისტიან პულიშიჩი გამოაკლდებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა ტიაგო სილვასა და ჰაკიმ ზიეჩის თამაშიც.
შვედებს ოლა ტაივონენი, იონას კნუდსენი, ოსკაც ლევიცკი, პატრიოტ სეჟდუ და ადელ აჰმედოძიჩი გამოაკლდებათ.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

"ზენიტი" - "იუვენტუსი"

ამავე ჯგუფში "ზენიტი" "იუვენტუსს" მასპინძლობს.
რუსებს 3 ქულა აქვთ და მე-3 ადგილზე იმყოფებიან.
"ბიანკონერი" 6 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს.
მასპინძლებს მაგომედ ოზდოევი გამოაკლდებათ.
"ბებერი ქალბატონი" მოედანზე ადრიენ რაბიოსა და პაულო დიბალას გარეშე გავა. კითხვის ნიშნის ქვეშაა მატიას დე ლიხტის თამაშიც.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული