ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ბარსელონას" ბედი მიუნხენში გადაწყდება - "ჩელსიმ" "იუვენტუსი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის კიდევ 6 მატჩი გაიმართა.

E ჯგუფში „ბარსელონამ“ წვიმიან ამინდში საკუთარ მოედანზე „ბენფიკას“ ვერ მოუგო (0:0), მართალია მეორე ადგილზეა, მაგრამ ბოლო ტურში მიუნხენში უწევს მძიმე გასვლა და არაა გამორიცხული, პლეი-ოფში ვერ გავიდეს.

G ჯგუფში „სევილიამ“ „ვოლფსბურგი“ დაამარცხა და 6 ქულით მესამე ადგილზეა.

„ლილმა“ „ზალცბურგს“ სძლია და 8 ქულით ლიდერია.

F ჯგუფში „იანგ ბოიზისა“ და „ატალანტას“ დაძაბული დაპირისპირება 3:3 დასრულდა.

H ჯგუფში „ჩელსიმ“ „იუვენტუსი“ 4:0 გაანადგურა, ორივე გუნდს მოპოვებული აქვს შემდეგი ეტაპის საგზური და მხოლოდ ისაა
გასარკვევი, რომელი დაიკავებს პირველ და რომელი მეორე ადგილს.

„ზენიტმა“ შვედეთში ფრეს მიაღწია „მალმიოსთნ“ და ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.

E ჯგუფი

ბარსელონა. „კამპ ნოუ“
ბარსელონა - ბენფიკა 0:0

G ჯგუფი

სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ვოლფსბურგი 2:0
გოლები: 1:0 ჟორდანი (12), 2:0 რაფა მირი (90+7)

ლილი. „პიერ მაროუ“
ლილი - ზალცბურგი 1:0
გოლი: დავიდი (31)

F ჯგუფი

ბერნი. „ვანკდორფი“
იანგ ბოიზი - ატალანტა 3:3
გოლები: 0:1 საპატა (10), 1:1 სებატშო (39), 1:2 პალომინო (51), 2:2 სიერო (80), 3:2 ჰეფტი (84), 3:3 მურიელი (87)

H ჯგუფი


ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“
ჩელსი - იუვენტუსი“ 4:0
გოლები: 1:0 ჩალობა (25), 2:0 ჯეიმსი (55), 3:0 ჰადსონ-ოდოი (58), 4:0 ვერნერი (90+5)

მალმიო. „ელედა“
მალმიო - ზენიტი 1:1
გოლები: 1:0 რიკსი (28), 1:1 რაკიცკი (90+2, პენ)
გაძევება: ჩისტიაკოვი (86))
გამოუყენებელი პენალტი: ძიუბა (53)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული