ხავი: მიუხედავად ფრისა, ძალიან კარგად ვითამაშეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან" ნამატჩევს (0:0) კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ გააკეთა.

"ძალიან მძლავრად გამოვიყურებოდით, ამისაკენ მივისწრაფოდით. მხოლოდ გოლი დაგვაკლდა. რომ გაგვეტანა, იტყოდნენ, "ბარსამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარაო, თუმცა სინამდვილეში ასე იყო. პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებთ, წინ კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს.

გუნდს ესმის ჩვენი იდეები. ორ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ, პენალტით. ასე რომ, ამ მხრივ მოსამატებელი გვაქვს.

ჩვენ "ბარსელონა" ვართ და უნდა გავიმარჯვოთ. საუბარი მხოლოდ "ბაიერნთან" მომავალ დაპირისპირებაზე არაა, არამედ ყველა დანარჩენზე. მატჩებზე მოედანზე ასეთივე განწყობით გასვლა გვმართებს. მიუხედავად ფრისა, ვთვლი, რომ ძალიან
კარგად ვითამაშეთ", - ციტირებს ხავის "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხავი არ დაიწყო კუმანივით, ცუდ თამაშზზე საშუალოდ, ან პირიქით კარგად ვითამაშეთო.
ეეჰ.
17:36 24-11-2021
1
ძალიან არ მინდა ხავის ეს კომენტარი გულწრფელი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაღუპულია ბარსას საქმე. რომელ კარგ თამაშზეა საუბარი, სასწაულში გადარჩით წაგებას. ან ვის უნახავ დემბელეს, კოუტინიოს და შემოგყავს ცვლილებებზე დაგვიანებით ან გამოუცდელი ღლაპები? თან ვისთან, მცველებთან რმლებსაც ჭიპი აქვთ მოჭრილი ლიგაში. სეფეროვიჩს რბილ ადგილზე უნდა ჰკიცნიდეთ ლაპორტათი დაწყებული გასახდელის დამლაგებლით დამთავრებული, ჯერ კიდევ რომ გაქვთ შანსი. P.S. თუმცა რა შანსი? როდის იყო ბაიერნი ვინმეს ინდობდა, თანაც მიუნხენში!
G.A.L.
16:09 24-11-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული