[PREVIEW] ცენტრალური მატჩი "ეტიჰადზე" - "სიტი" პსჟ-ს მასპინძლობს

AutoSharing Option
დღეს, 24 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის დარჩნილი 8 შეხვედრა გაიმართება.

დავიწყოთ ნაადრევი (21:45) მატჩებით.

"ბეშიქთაში" - "აიაქსი"
C ჯგუფში "ბეშიქთაში" "აიაქსს" მასპინძლობს.
4 ტურის თავზე თურქები 0 ქულით ბოლო, მე-4 ადგილს იკავებენ, ამსტერდამელები კი 12 ქულით 1-ელ პოზიციაზე იმყოფებიან და მომდევნო ეტაპის საგზურიც განაღდებული აქვთ.
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს სოუზა და ფაბრიციო ნსაკალა გამოაკლდებათ.
სტუმრები სათამაშოდ ედსონ ალვარეზის, სინ კლაიბერის, მარტენ სტეკელემბურგისა და მოჰამედ კუდუსის გარეშე გამოვლენ.
"ინტერი" - "შახტარი"
D ჯგუფში "ინტერი" "შახტარს" მასპინძლობს.
4 მატჩის შემდეგ "ნერაძური" 7 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, თავის მხრივ, უკრაინელები 1
ქულით ბოლო, მე-4 პოზიციას იკავებენ.
მილანელებს სტეფან დე ვრაი და ალექსის სანჩეზი არ ეყოლებათ.
დონეცკელები ლასინა ტრაორესა და ჯუნიორ მორაესის გარეშე იასპარეზებენ.
გადავიდეთ ღამის (00:00) თამაშებზე
"მანჩესტერ სიტი" - "პარი სენ ჟერმენი"
A ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა ინგლისში, ადგილობრივ "სიტისა" და პსჟ-ს შორის გაიმართება.
4 ტურის შემდეგ 9 ქულით "ქალაქელები" 1-ელ ადგილს იკავებენ, ფრანგები 8 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან.
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს კევინ დე ბრუინი და ფერან ტორესი გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა ჯეკ გრილიშის თამაშიც.
პარიზელები სათამაშოდ იულიან დრაქსლერისა და ჯანლუიჯი დონარუმას გარეშე გამოვლენ, შესაძლოა დანაკლისს პრესნელ კიმპემბეც დაემატოს.
"ბრიუგე" - "ლაიპციგი"
იმავე ჯგუფში "ბრიუგე" "ლაიპციგს" უმასპინძლებს.
4 მატჩის შემდეგ ბელგიელები 4 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან, გერმანელები კი 4 ქულით ბოლო, მე-4 ადგილს იკავებენ.
მასპინძლებს ჟოზე იზქუერო არ ეყოლებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა რუდ ვორმერის ასპარეზობაც.
"ლაიპციგს" ტაილერ ადამსი, მარსელ ჰალსტენგერგი, დანი ოლმო, იუსუფ პოულსენი და მარსელო სარაჩი არ ეყოლება, საეჭვოა ამადუ ჰაიდარას, კონრად ლაიმერისა და მოჰამედ სიმაკანის თამაშიც.
მადრიდის "ატლეტიკო" - "მილანი"
B ჯგუფში მადრიდელები "მილანს" უმასპინძლებენ.
"როხიბლანკო" 4 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, "როსონერი" კი 1 ქულით ბოლო, მე-4 პოზიციაზე იმყოფება.
დღევანდელ მატჩში ესპანელებს ფელიპე, ჟოაო ფელიში და კირან ტრიპიერი გამოაკლდებათ.
იტალიელები სათამაშოდ ანტე რებიჩის, ალესანდრო პლიზარისა და ჯუნიორ მესიას გარეშე გამოვლენ, შესაძლოა გუნდს ფიკაიო ტომორიც დააკლდეს.
"ლივერპული" - "პორტუ"
ამავე ჯგუფში "ლივერპული" "პორტუს" მასპინძლობს.
მერსისაიდელები 12 ქულით 1-ელ ადგილს იკავებენ, პორტუგალიელები კი 4 ტურის თავზე მოპოვებული 5 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან.
მასპინძლებს დიდი დანაკლისი აქვთ, ინგლისელებს ჰარვი ელიოტი, რობერტო ფირმინო, ჯო გომესი და კურტის ჯონსი გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა დიოგო ჟოტას, დივოკ ორიჯის, ნაბი კეიტას, ჯეიმს მილნერისა და ენდრიუ რობერტსონის თამაში.
სტუმრებს ოფიციალურად დანაკლისი არ აქვთ, თუმცა შესაძლოა ივან მარკანომ და პეპემ ვერ ითამაშონ.
"სპორტინგი" - "დორტმუნდი"
C ჯგუფში "სპორტინგი" "დორტმუდს" მასპინძლობს.
ორივე გუნდს თანაბარი 6-6 ქულა აქვთ, გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის უკეთესი ბალანსით პორტუგალიელები მე-2 ადგილზე იმყოფებიან, გერმანელები კი - მე-3.
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს ჯოვანე კაბრალი და რუბენ ვინაგრე გამოაკლდებათ.
"დორტმუნდის" დანაკლისი გაცილებით დიდია, ბორუსიელებს ერლინ ჰოლანი, ჯოვანი რეინა, მარიუს ვოლფი, მატს ჰუმელსი, ტორგან აზარი და მაჰმუდ დაჰუდი არ ეყოლებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა იუსუფ მუკოკოსა და ნიკო შულცის თამაშიც.
ტირასპოლის "შერიფი" - მადრიდის "რეალი"
D ჯგუფში "შერიფი" "რეალს" მასპინძლობს.
სენსაციური სტარტის შემდეგ (2/2 მოგება) ტირასპოლელებმა 2 მატჩი დათმეს, რის შემდეგაც მე-3 ადგილზე (6 ქულით) ჩამოქვეითდნენ, "ბლანკოსი" კი 9 ქულით 1-ელ პოზიციაზე იმყოფება.
მასპინძლებს მუსა კუაბუ გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა ჯასურბებ იახშიბოებვისა და მომო უანსანეს თამაშიც.
"სამეფო გუნდი" სათამაშოდ გარეთ ბეილისა და დანი სებალოსის გარეშე გამოვა, შესაძლოა დანაკლისს ედენ აზარი და ფედერიკო ვალვერდე დაემატოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული