ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "სიტიმ" პსჟ-ს შემოუტრიალა, "რეალმა" "შერიფის" ზღაპარი დაასრულა, მესიასმა გაიტანა, მესიმ - ვერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტური 6 მატჩით დასრულდა.

A ჯგუფში „მანჩესტერ სიტიმ“ პსჟ-ს საკუთარ მოედანზე თამაში შემოუტრიალა. მასპინძელთაგან გოლები სტერლინგმა და გაბრიელ ჟუზუსმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან - მბაპემ. პარიზულ გუნდს ნეიმარი და მესი ვერაფრით დაეხმარენ. „სიტიმ“ პირველი ადგილი გაინაღდა, ხოლო პსჟ-მა - მეორე.

„ლაიპციგმა" სტუმრად "ბრიუგე" 5:0 გაანადგურა.

B ჯგუფში „მილანმა“ შეცვლაზე შესული 30 წლის ბრაზილიელი ჟუნიორ მესიასის გოლით გასვლაზე „ატლეტიკო“ 1:0 დაამარცხა.

„ლივერპულმა“, რომელმაც პირველი ადგილი წინა ტურში გაინაღ
და, „პორტუც“ არ დაინდო.

C ჯგუფში „სპორტინგმა“ „დორტმუნდს“ 3:1 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

D ჯგუფში „რეალმა“ სტუმრად „შერიფთან“ რევანში აიღო და ევროპა ლიგაზე გაისტუმრა. ამ ჯგუფიდან პლეი-ოფში „რეალი“ და „ინტერი“ გავიდნენ.

A ჯგუფი

მანჩესტერი. „ეტიჰადი“
მანჩესტერ სიტი - პსჟ 2:1
გოლები: 0:1 მბაპე (50), 1:1 სტერლინგი (63), 2:1 გაბრიელ ჟეზუსი (76)

ბრიუგე. „იან ბრეიდელი“
ბრიუგე - ლაიპციგი 0:5
გოლები: 0:1 ნკუნკუ (12), 0:2 ფორსბერგი (17, პენ), 0:3 ანდრე სილვა (26), 0:4 ფორსბერგი (45+1), 0:5 ნკუნკუ (90+3)

B ჯგუფი


მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“

ატლეტიკო - მილანი 0:1
გოლი: ჟუნიორ მესიასი (87)

ლივერპული. „ენფილდი“

ლივერპული - პორტუ 2:0
გოლები: 1:0 ალკანტარა (52), 2:0 სალაჰი (70)

C ჯგუფი

ლისაბონი. „ხოსე ალვალადე“
სპორტინგი - დორტმუნდი 3:1
გოლები: 1:0 პოტე (30), 2:0 პოტე (39), 3:0 პედრო პორო (81), 3:1 მალენი (90+3)
გაძევება: ჯანი (74, დორტმუნდი)
გამოუყენებელი პენალტი: პოტე (81)

D ჯგუფი

ტირასპოლი. „სპორტარენა“

შერიფი - რეალი 0:3
გოლები: 0:1 ალაბა (30), 0:2 კროოსი (45+1), 0:3 ბენზემა (55)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მილანმა გვიან გაიღვიძა თუმცა ამდენი ტრამვების, მსაჯის ატლეტიკოსთან ჩადენილის მერე არა უშავს, მომავალში უკეთ გამოვა.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული