დეპაი: "ბაიერნთან" რევანში უნდა ავიღოთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადასალახად "ბარსელონამ" მიუნხენში "ბაიერნი" უნდა დაამარცხოს. მომავალი მატჩის წინ კომენტარი "ბარსას" თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ გააკეთა:

"ამ თამაშისთვის ფსიქოლოგიურად კარგად უნდა მოვემზადოთ. ეს ჩვენთვის ფინალივითაა. მაქსიმალური ინტენსივობით თამაში გვმართებს. წინ 90-წუთიანი ბრძოლა გველის.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ "ბენფიკას" შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ჩვენი მატჩის მოგება გვესაჭიროება.

რევანშის აღება გვსურს, შესაძლოა, ეს ჩვენი ბოლო შანსია. ყველაფერი რწმენით იწყება და ამიტომ, ყველაფერი შესაძლებელია", - ციტირებს დეპაის "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მემფის ფრთხილად, ფეხი არ გადაგიბრუნდეს
: )))))))
23:21 06-12-2021
1
მემფისი,დაკარგულია ბარსელონაში და მგონი ჯერაც ვერ აუღო ალღო ამ გუნდს.ვხედავთ ბარსას ფიზიკურ რესურსს და ბაიერნის რესურსს,გაუგებარია,თამაშის ინტენსივობით,ბარსელონამ როგორ უნდა დააჭარბოს მეტოქეს.
სოსო
12:53 07-12-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული