ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ლივერპულმა" "მილანი" გააგდო, "ატლეტიკო" პლეი-ოფის მატარებელს შეახტა, "დორტმუნდს" 5:0-იც კი არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის კიდევ 6 მატჩი ჩატარდა.

B ჯგუფიდან პლეი-ოფში „ლივერპული“ და „ატლეტიკო“ გავიდნენ, რომელიც ბოლო ტურის წინ უკანასკნელ ადგილზე იმყოფებოდა, „პორტუ“ ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას, ხოლო „მილანი“ მომავალ წლამდე ევროსეზონს დაემშვიდობა.

C ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე „აიაქსი“ და „სპორტინგი“ გავიდნენ. „დორტმუნდი“ ევროპა ლიგაზე გადაერთვება, უქულო „ბეშიქთაში“ კი ჯგუფში ჩარჩა.

D ჯგუფიდან პლეი-ოფში „რეალი“ და „ინტერი“ მიიღებენ მონაწილეობას, რაც უკვე წინა ტურის შემდეგ იყო ცნობილი, „შერიფი“ ევროპა ლიგაზე ითამაშებს, ხოლო „შახტარი“ მომავალ სეზონამდე ევროტურნირების გარეშე დარჩა.

B ჯგუფი

მილანი. „სან სირო“

მილანი - ლივერპული 1:2
გოლები: 1:0 ტომორი (29), 1:1 სალაჰი (36), 1:2 ორიგი (55)

პორტუ. „დრაგაო“
პორტუ - ატლეტიკო 1:3
გოლები: 0:1 გრიზმანი (56), 0:2 კორეა (90), 0:3 დე პაული (90+3), 1:3 ოლივეირა (90+6, პენ)
გაძევება: კარასკო (67, ატლეტიკო), ვენდელი (70, პორტუ), მარჩესინი (75, პორტუ)

C ჯგუფი

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“

აიაქსი - სპორტინგი 4:2
გოლები: 1:0 ალერი (8, პენ), 1:1 ნუნო სანტუში (22), 2:1 ანტონი (42), 3:1 ნერესი (58), 4:1 ბერგჰუისი (62), 4:2 ტაბატა (78)

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
დორტმუნდი -ბეშიქთაში 5:0
გოლები: 1:0 მალენი (29), 2:0 როისი (45+2, პენ), 3:0 როისი (53), 4:0 ჰოლანი (68), 5:0 ჰოლანი (81)
გაძევება: ველინტონი (43, ბეშიქთაში)

D ჯგუფი

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ინტერი 2:0
გოლები: 1:0 კროოსი (17), 2:0 ასენსიო (79)
გაძევება: ბარელა (64, ინტერი)

კიევი. „ოლიმპიისკი“
შახტარი - შერიფი 1:1
გოლები: 1:0 ფერნადო (42), 1:1 ნიკოლოვი (90+3)

. სალაჰმა ჯგუფურ ეტაპზე 7 გოლი გაიტანა, რაც „ლივერპულის“ რეკორდია.
. „აიაქსის“ თავდამსხმელი ალერი რონალდოს შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე ტურნირის ყველა მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი.
. „პორტუსთან“ შეხვედრის მე-13 წუთზე ტრავმა მიიღო „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა სუარესმა და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი - 12 დეკემბერს „რეალთან“ დერბია.
. „დორტმუნდის“ ნახევარმცველმა როისმა უკანასკნელ ორ წელიწადში პირველად შეასრულა დუბლი.
. გრიზმანმა „ატლეტიკოში“ დაბრუნების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
. „აიაქსი“ პირველი გუნდია, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე 20-გოლიანი ზღვარი გადალახა.
. ჰოლანმა ჩემპიონთა ლიგაზე 19 მატჩში 23 გოლი გაიტანა, „დორტმუნდში“ კი - 72 შეხვედრაში 74 გოლი.
. „ლივერპული“ პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე მატჩი მოიგო.
. იბრაჰიმოვიჩი ისევ ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას - მან ტურნირზე 7 გუნდის შემადგენლობაში 16-ჯერ მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მილანმა თავისი თავი გააგდო.... კლოპმა დაასვენა ვირჯილი, რობერტსონი, არნოლდი, მატიპი, ჰენდერსონი, ჟოტა, მეორე ტაიმში გაიყვანა სალაჰი და მანე....მილანი ძალიან უსუსური გუნდია
zaz197
08:38 08-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული