მბაპე და მესი დაძმობილდნენ - კილიანმა განმარტა, რატომ დაუთმო პენალტი ლეოს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბრიუგესთან" მოგებულ მატჩში (4:1) პსჟ-ის თავდამსხმელებმა ლეო მესიმ და კილიან მბაპემ ორ-ორი გოლი გაიტანეს. მბაპემ განმარტა, თუ რატომ დაუთმო პენალტის შესრულების უფლება მესის. არადა, სეზონის დაწყების წინ ამტკიცებდნენ, მესის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის გამო მბაპე გუნდს დატოვებსო.

"ასეთი შეხვედრები მოედანზე ურთიერთმოქმედების დასახვეწად მნიშვნელოვანია. კონცენტრირებულები ვიყავით და კარგი თამაში გამოვიდა. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ორთვენახევრიანი პაუზაა და ეს დრო უნდა გამოვიყენოთ.

ვცდილობ, გუნდს დავეხმარო. ჩემი მიზანი არაა, ვაჩვენო, ვინაა აქ მთავარი. ისევე, როგორც ჩემი ამხანაგები, წარმატებისთვის ყველაფერს ვაკეთებ.
რატომ დავუთმე პენალტი მესის? მესი ჩვენ გვჭირდება. ის მთელი სეზონის განმავლობაში დაგვჭირდება და დარწმუნებული ვარ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში დაგვეხმარება, მაგრამ ამისათვის თვითდაჯერებულობა უნდა შეიძინოს. ის სრულად გაამართლებს გუნდის ნდობას. ამ მატჩში შესრულებული დუბლი ძალიან დაეხმარება. ეს მომავალში პსჟ-ზე კარგად აისახება", - ციტირებს მბაპეს RMC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ჰქონდა მესის დასათმობი როცა თერთმეტმერიანი თვითონ მოიპოვა, თანაც ეს მესია, მესი, კაცი რომელიც თანამედროვე დატვირთვების პერიოდში 15 წლის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს, რომელიც ათეული წლის განმავლობაში თვით ბარსას მარცხენა ფეხით ათრევდა სტაბილურ გამარჯვებებამდე. ასეთი ფეხბურთელს ვნახავთ როდესმე? ღმერთმა ქნას. გამოჩნდეს ოღონდ.
კოკა
10:59 08-12-2021
7
იციან ამ ბიჭებმა ფეხბურთი
ბათუმი
09:30 08-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული