აცრემლებული სუარესი, 3 გაძევება და გრიზმანის გმირობა "დრაგაოზე"

AutoSharing Option
ემოციური ლუის სუარესი ტრავმის გამო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში მე-13 წუთზე შეცვალეს. "ატლეტიკოს" 34 წლის ფორვარდმა სათადარიგოთა სკამისკენ აცრემლებულმა მიანიშნა და ის მათეუს კუნიამ შეცვალა.

მატჩის შემდეგ კლუბმა განაცხადა, რომ ურუგვაელს დეტალური კვლევები მადრიდში ჩაუტარდება.

"ატლეტიკო" შემდეგ ეტაპზე მას შემდეგ გავიდა, რაც სტუმრად "პორტუ" (3:1) დაამარცხა შეხვედრაში, სადაც სამ მოთამაშეს პირდაპირ წითელი ბარათი აუფრიალეს (მადრიდელ კარასკოს და მასპინძლებს - ვენდელსა და სათადარიგო მეკარე მარკეზინს). შეხვდრის საუკეთესო მოთამაშე ანტუან გრიზმანი გახდა (გოლი და საგოლე პასი).

გამოცდილი სუარესი ამ სეზონშიც
გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია - ჩემპიონატის 12 მატჩში 7-ჯერ გაიტანა, რასაც ერთი გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც დაამატა. "ატლეტიკო" ლა ლიგაში მეოთხეა - მადრიდის "რეალის", "სევილიას" და "რეალ ბეტისის" შემდეგ.

მომზადებულია theathletic-ის მიხედვით

altმე-6 ტურის საწყის 8 შეხვედრაში ლიგის ანტირეკორდი გამეორდა

altჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ლივერპულმა" "მილანი" გააგდო, "ატლეტიკო" პლეი-ოფის მატარებელს შეახტა, "დორტმუნდს" 5:0-იც კი არ ეყო [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული