"ეს ჩვენი რეალობაა..." - ხავი გულნატკენია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ ისაუბრა:

"ისინი ჩვენზე დომინირებდნენ, თუმცა ყველა შეხვედრაში თვითონ გვსურს დომინირება, ჩვენ "ბარსელონა" ვართ. ეს მარცხი გარდამტეხი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგისთვის კონკურენტუნარიანები არ გამოვდექით.

ეს ჩვენი რეალობაა, ესაა სიტუაცია, რის წინაშეც პირისპირ ვდგავართ. უნდა ვიბრძოლოთ. დღეს ახალი ერა იწყება. ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ. ჩვენ გარშემო არსებულ მოვლენებს უნდა შევეგუოთ, სხვა გზა არაა. წარმატება ჩემპიონთა ლიგაა და არა ევროპის. მიყვარს ეს გუნდი და
მისთვის ყველაფერს გავიღებ" - განუცხადა Marca-ს ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, ბოლო 20 წლის განმავლობაში კატალონიელებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა პირველად ვერ მოახერხეს. რაც შეეხება უშუალოდ ამ სეზონს, "ბლაუგრანამ" 7 ქულა მოიპოვა და მეორეადგილოსან "ბენფიკას" 1 ქულით ჩამორჩა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩავი კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ გამოჩნდა რომ არაბეთში მწვრთნელობა არ ნიშნავს იმას რომ ბარსელნაში უნდა დაენიშნათ, სამაგისო გამოცდილება ნამდვილად არ აქვს, ჯერ საშუალო დონის გუნდით უნდა დაეწყო და მერე ტოპ კლუბი ჩაებარებინა, 5 მატჩი ჩაატარეს და ბარსას არ დასტყობია რომ მწვრთნელი შეეცვალა, ესპანიოლთან და ვილიარეალთან ბეწვის ხიდზე გაიარეს და სულაც უნდა წაეგოთ, ბეტისმა მოუგო, ბენფიკასთან მოსაგები ვერ მოიგეს და ბაიერნთან მოგებას რომ აპირებდნენ საინტერესოა რაზე დაყრდნობით, ძალიან გაიბანძებს თავს ჩავი ბარსაში, არა აქვს ჯერ საკმარისი ცოდნა
მამუკა
20:48 09-12-2021
5
არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა... და ასე შემდეგ. არა უშავს ეს ყველაფერი დროებითია და იმედი მაქვს ჩვენი არწივი, ისევ წამოდგება და ფართოდ გაშლის, ფრთებს!
დიდი პოეტის ვაჟას, ლექსიდან ნაწყვეტი: ეძღვნება ყველასათვის საყვარელ, ბარსას!
16:12 09-12-2021
5

სიახლეები პოპულარული