მიულერი "ბარსელონაზე" ხალისობს: ჩემი კლიენტია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ბაიერნმა" 3:0 დაამარცხა "ბარსელონა", რომელიც ბოლო 21 წლის მანძილზე პირველად ვერ გავიდა პლეი-ოფში და ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა. ბავარიულმა გუნდმა "ბარსას" ზედიზედ მეოთხედ სძლია (საერთო ანგარიში 17:4). "ბაიერნის" თავდამსხმელმა ტომას მიულერმა ტურნირზე 50-ე გოლი გაიტანა და ისტორიაში ბომბარდირთა შორის მე-7 ადგილზეა. ყველაზე მეტჯერ, 8-ჯერ, მან კატალონიელთა კარი დალაშქრა და ნამატჩევს ჩინებულ ხასიათზე მყოფმა კომენტარების გაკეთებაც არ დაიზარა.

"როგორც ჩანს, "ბარსა" ჩემი კლიენტია. კარგად ვითამაშეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ იყო. ეს გუნდი
ყოველთვის პრესინგს მიმართავს და ზეწოლას ახორციელებს. მაშინ გარემარბებს ზონები ეხსნებათ. ხანდახან დროულად ვერ ვაკეთებდით გადაცემებს. მეორე ტაიმში უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ მთლიანობაში სახალისო იყო", - ციტირებს მიულერს კლუბის საიტი.

მიულერმა ESPN-ს შემდეგი განუცხადა: "რაც შეიძლება ინტენსიურად თამაშს ვცდილობდით, რადგან ჩემი აზრით, ამით ძალიან განვსხვავდებით. ყოველ შემთხვევაში, მისი დღევანდელი მდგომარეობით. არ მგონია, რომ შეუძლიათ ასეთ ინტენსივობას გაუძლონ. ტექნიკის თვალსაზრისით, ყველაფერი აქვთ, ეს უეჭველია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ინტენსივობა ბურთის ფლობითაც უზრუნველვყოთ და მის გარეშეც. ისინი კი ამას ტოპ-დონეზე ვერ უმკლავდებიან".

მკითხველის კომენტარები / 13 /
სულით ბარსელონელი მესიო
ნიკა
15:53 10-12-2021
1
ბათუმის დინამოს რომ შეხვდეს ასეთი ბარსა ბათუმელებიც მოუგებენ დიდიანგარიშით თუ არა ერთ ორ უპასუხო გოლს მაინც გაუტანენ
მაროკო
13:34 10-12-2021
2

სიახლეები პოპულარული