ჩემპიონთა ლიგის გუშინ გადადებული მატჩი "ატალანტასა" და "ვილიარეალს" შორის დღეს გაიმართა, სტუმართა გამარჯვებით (3:2) დასრულდა, რომლებიც F ჯგუფში მეორე ადგილსა და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, ხოლო მასპინძლები ევროპა ლიგაზე გააგრძელებენ ასპარეზობას.
F ჯგუფი
ბერგამო. "აძური დ’იტალია"
ატალანტა - ვილიარეალი 2:3
ბერგამო. "აძური დ’იტალია"
ატალანტა - ვილიარეალი 2:3
გოლები: 0:1 დანჯუმა (3), 0:2 კაპუ (42), 0:3 დანჯუმა (51), 1:3 მალინოვსკი (71), 2:3 საპატა (80)
1/8-ფინალების ყველა მონაწილე გაირკვა.
პირველი ადგილით გავიდნენ: "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "აიაქსი", "რეალი", "ბაიერნი", "მანჩესტერი", "ლილი" და "იუვენტუსი".
მეორე ადგილით გავიდნენ: პსჟ, "ატლეტიკო", "სპორტინგი", "ინტერი", "ბენფიკა", "ვილიარეალი", "ზალცბურგი" და "ჩელსი".
კენჭისყრა 13 დეკემბერს ჩატარდება.