ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში "ზალცბურგმა" თავდამსხმელ ონა ოკაფორის გოლით 1:0 დამარცხა "სევილია" და პირველი ავსტრიული გუნდი გახდა, რომელიც პლეი-ოფში გავიდა.
ნამატჩევს "ზალცბურგმა" გამარჯვება გასახდელში იზეიმა, სადაც "სევილიას" ესპანელი ნძ*ეველები უწოდეს. პირდაპირ ტრანსლაციას თავად ოკაფორი აწარმოებდა და ანდალუსიური გუნდის ონანისტებად მოხსენიების ამბავი ყველამ შეიტყო.
"ზალცბურგმა" ამის გამო "ტვიტერით" ბოდიში მოიხადა, ხოლო "სევილიას", რომელიც მისთვის "მშობლიურ" ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას, არც შეურაცხყოფაზე და არც ბოდიშის მოხდაზე რეაგირება არ მოუხდენია.