მესი "რეალის" წინააღმდეგ, რონალდო - "ატლეტიკოსი"! ხელახალი კენჭისყრა ჩატარდა

AutoSharing Option
დღეს, 13 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, თუმცა წილისყრის მიმდინარეობისას ხარვეზები დაფიქსირდა.

საქმე იმაში გახლდათ, რომ "ვილიარეალის" მეტოქედ თავდაპირველად "მანჩესტერ იუნაიტედი" ამოიღეს, ეს გუნდები კი ჯგუფურ ეტაპზე ერთად გამოდიოდნენ. ამიტომ მერვედფინალში ერთმანეთს ვერ დაუპირისპირდებიან. ამავდროულად, როდესაც "ატლეტიკოს" მოწინააღმდეგის ვინაობა ირკვეოდა, "წითელი ეშმაკები" კალათაში არ ჩასვეს, არადა, ინგლისელები "როხი ბლანკოს" ერთ-ერთ მეტოქედ განიხილებოდნენ.

რაც შეეხება ახალი კენჭისყრის შედეგებს:

"ზალცბურგი" - მიუნხენის "ბაიერნი"

"სპორტინგი" - "მანჩესტერ სიტი"

"ბენფიკა" - "აიაქსი"

"ჩელსი" - "ლილი"

მადრიდის "ატლეტიკო"
- "მანჩესტერ იუნაიტედი"

"ვილიარეალი" - "იუვენტუსი"

"ინტერი" - "ლივერპული"

"პარი სენ ჟერმენი" - მადრიდის "რეალი"

პირველი მატჩები 15-16, 22-23 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი 8-9, 15-16 მარტს ჩატარდება.


მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგრა არ გაუმართლა ფრანგებს სორი მესის ფან კლუბს
თემურ
02:51 14-12-2021
5
მესამე კენჭისყრაც რომ ჩაატარონ "ჩელსის" მაინც "ლილი" შეხვდება.
ირაკლი
18:56 13-12-2021
2

სიახლეები პოპულარული