ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი კენჭისყრით უკმაყოფილო დარჩა "რეალი". პირველი წილისყრის შედეგად "სამეფო გუნდის" მეტოქე "ბენფიკა" იყო და მადრიდელები მოითხოვდნენ, რომ ეს წყვილი ძალაში დარჩენილიყო, მაგრამ უეფამ არ ისმინა. "რეალი" 1/8-ფინალში პსჟ-ს შეხვდება და ამან მადრიდული კლუბის უკმაყოფილება გამოიწვია.
"ბლანკოსის" დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ მომხდარ ფაქტს გასაკვირი და სავალალო უწოდა.
"მარკა" იტყობინება, რომ "რეალი" კენჭისყრის შედეგის გაპროტესტებას აპირებს, ვინაიდან ხარვეზები ღონისძიებაზე მათი პირველი წყვილის დადგენის შემდეგ დაიწყო, თუმცა ამას უკვე აზრი ნაკლებად აქვს.
მოკლედ, უეფამ თავისი არაკომპეტენტურობის გამო დიდი სირცხვილი ჭამა, ბევრი კი
მიიჩნევს, რომ "რეალი" ადრე სუპერლიგაში გაერთიანების გამო დასაჯეს.