მესიმ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "პარი სენ ჟერმენი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, პირველადი კენჭისყრით ფრანგული გუნდის მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედი" უნდა ყოფილიყო, თუმცა მცირედი შეცდომებისდა გამო წილისყრა თავიდან ჩატარდა და პსჟ-ის მეტოქედ "ბლანკოსი" დასახელდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ლიონელ მესიმ ისაუბრა:

"პარი სენ ჟერმენის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. რა თქმა უნდა, ეს ყველა ჩვენგანის მიზანია. ფრანგული გუნდი რამდენიმე სეზონის წინ ამასთან ძალიან ახლოს იყო. ჩვენ ლიგის მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

არგენტინელმა შემტევმა ასევე ისაუბრა, თუ როგორი იყო "ბარსელონადან" პსჟ-ში გადაბარგება:

"ეს ძალიან დიდი და რთული
ცვლილება იყო, მაგრამ ჩვენ ერთად თავს კარგად ვგრძნობთ, პარიზული გუნდი კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა" - განაცხადა ლეომ Dubai Expo 2020-თან ინტერვიუში.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
არიან ფეხბურთელები რომლებიც ლომებივით იბრძვიან და მნიშვნელოვან თამაშებს იგებენ ასეთები იყვნენ პელე,მარადონა და ახლა რონალდუ რომელსაც შეუძლია ლებრონ ჯეიმსივით ჰაერში გაჩერდეს და ულამაზესი თავური გაიტანოს.მარტო წელს 36 წლისამ 14 თამაშში გადამწყვეტი ბურთები გაიტანა.იუვესთან გატანილი მაკრატელა ხომ შეუდარებელი იყო და იუვეს ფანებმა ოვაცია მოუწყვეს.მესისტებო ცოტა ჭკუას მოუხმეთ რადგან 21 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელმა ნაკრებში 115 ბურთი გაიტანა და ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირი 5 ჯერ მოიგო და ფინალებში 4 ბურთი გაიტანა.
არაადეკვატურებს
11:56 19-12-2021
14
აბა რონალდისტებო და მესისტებო დახოცეთ ერთმანეთი. რიუსი გულისთვის იშლით ნერვებს ვერ წარმომიდგენია. რონალდომ რამდენიც არ უნდა იძახოს მესიმდე ხომ ვერასოდეს მივა, რადგან მესი გაუთანაბრდა მარადონას, ესკი ნიშნავს იმას რომ ეს დუეტი უკვე მიუწვდომელია ნებისმიერისთვის ჯერჯერობით. არ ვიცი არგენტინა ბრაზილიაში თუ კიდევ ვინმე დაიბადება ესეთი მალე, მაგრამ ევროპიდან ჯერჯერობით იოჰან კრუიფს ვერავინ ეწევა და ალბათ კარგა ხანს ვერც დაეწევიან. რაღა კრუიფი, ვან ბასტენამდეც ვერ მიდიან და სად მარადონა-მესის მიმართ შედარება.
ჩემი აზრით რონალდო ევროპის ხუთეულშიც ვერ შედის იმის მიხედვით რაც ჯერ გაკეთებული აქვს. ეს იგივეა ლებრონ ჯეიმსი შეადარო ჯორდანი-ბრაიანტის დუეტს. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის.

ასე რომ რას იშლით ნერვებს. რონალდო-მესი კი არა 99% არც გექნებათ ნანახი მესხის თამაში. უყურეთ ვიდეობს და იქედან გამომდინარე შეადარეთ მესი-რონალდოს და მიხვდებით რამხელა სვაობაა მესისა და რონალდოს შორის
xodzea sastavi
10:52 16-12-2021
6

სიახლეები პოპულარული